logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

₾15 მლნ-ის ინვესტიცია კახეთში - WALNUTS.GE-მ 150 ჰექტარზე კაკლის ბაღები გააშენა

აგრარულმა კომპანიამ Walnuts.ge  საგარეჯოში, გიორგიწმინდას მიწებზე 150 ჰექტარ ფართობზე ამერიკული ჯიშის (ჩანდლერი) კაკლის ბაღები გააშენა.

როგორც  Walnuts.ge-ს  დირექტორი დავით ბუხნიკაშვილი აცხადებს, კომპანიის მიზანი კაკლის დიდი, ინდუსტრიული ბაღების განვითარება და პრემიუმ ხარისხის პროდუქციის წარმოებაა. აღნიშნულ პროექტში განხორციელებული ინვესტიცია 15 მილიონ ლარს შეადგენს.

ჩვენი გეგმა ზედმიწევნით სიზუსტითა და მაღალი ხარისხის სტანდარტების დანერგვით შესრულდა. 150 ჰექტარი მიწის ნაკვეთი სრულად ათვისებულია და მასზე გაშენებულია 33 000 ალვის ხე ქარსაფარი ზოლის სახით, 44 000 ამერიკული - ჩენდლერის ჯიშის კაკლის ხე, 42 000 ტონა მოცულობის წყალშემკრები, საფილტრაციო შენობები, ოთხხაზოვანი წვეთოვანი სარწყავი  და ფერტიგაციის ავტომატური მართვის სისტემები.

სრულყოფილად გამართული ტექნიკური აღჭურვისათვის შევიძინეთ არაერთი მძიმე და მსუბუქი ტექნიკა, მოსავლის ამღები კომბაინები, მისაბმელი დანადგარები, დამონტაჟდა მეხამრიდები და პირველად საქართველოში დაინერგა სეტყვის საწინააღმდეგო ეკოლოგიურად სუფთა დანადგარები “-აცხადებს  დავით ბუხნიკაშვილი.

რაც შეეხება გაყიდვებს, როგორც Walnuts.ge-ს  დირექტორი აღნიშნავს,  საქართველოში მაღალი ხარისხის კაკალზე მოთხოვნა გაჩნდა და კომპანიის მარაგების 100% სრულად ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.

ჩვენ მიერ წარმოებული კაკლის მაღალი ხარისხიდან გამომდინარე ფასიც შესაბამისი იყო. ამიტომ აქამდე ფიზიკურად არ მოგვიწია კაკლისა და ნიგვზის ეპორტზე.

ჩვენი პროდუქტის  ექსპორტი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია და სამიზნე ბაზრად მოიაზრება როგორც დასავლური ისე აღმოსავლური ბაზრები, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანაა ვაწარმოოთ ქართული - საქართველოსთვის,“-აცხადებს ბუხნიკაშვილი.

კომპანიამ მიმდინარე წლიდან  აქტიურად დაიწყო Walnuts.ge-ს მიერ მოყვანილი კაკლისა და ნიგოზის სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენეზე გატანა და მისი ახალი ბაზრებისთვის გაცნობა.

მარტის თვეში ბარსელონა ალიმენტარიაზე ვიყავით წარმოდგენილი, ხოლო შემოდგომაზე დაგეგმილი გვაქვს პარიზის სიალი, ჩინეთ-ინდოეთის ბაზრების მოსინჯვა და თებერვალში დუბაის ცნობილ გამოფენაზე წარდგენა,“-აცხადებს ბუხნიკაშვილი.

მისივე ინფორმაციით, Walnuts.ge-ს  მთავარ ამოცანად რჩება კაკლის სექტორში ინოვატორული სისტემების დანერგვა, კონკურენტუნარიანი ხარისხის პროდუქტის მოყვანა, გადამუშავება და  საერთაშორისო მასშტაბზე  ქართული წარმოების კაკლისა და ნიგვზის სტატუსისა და სანდოობის მოპოვება.

გამოგვყევით