logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

GITA -სა და Modern College of Business and Science-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი

GITA -სა და Modern College of Business and Science-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი

1730894702

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და ომანის სასულთნოს ბიზნესისა და მეცნიერების თანამედროვე კოლეჯის (MCBS) Innovation X-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული შეთანხმება მიზნად ისახავს საერთო ინიციატივების განხორციელებას და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას სტარტაპების, კვლევისა და განვითარების, ინოვაციური პროექტების და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით.

მემორანდუმის ფარგლებში, GITA-ს თავმჯდომარის მოადგილე შეუერთდება Innovation X-ის მრჩეველთა საბჭოს და ჩაერთვება სტრატეგიის შემუშავების, პროექტების დაგეგმვის, განხორცილების და შეფასების ნაწილში. გაუზიარებს GITA-ს გამოცდილებას და დაეხმარება მდგრადი პროგრამების შექმნაში.

ასევე, სააგენტო აქტიურად ითანამშრომლებს MCBS-სთან საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით და საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები შესაძლებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფენ სხვადასხვა ორმხრივად მისაღები ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებასა და თანამშრომლობის ფარგლებში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ახალ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებთან დაკავშირებით.

ირაკლი ლექვინაძე: ჩვენი მიზანია საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის საუკეთესო გარემოს ფორმირება

ირაკლი ლექვინაძე: ჩვენი მიზანია საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის საუკეთესო გარემოს ფორმირება

გამოგვყევით