logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

აპლიკაცია Borbalo უცხოურ ბაზრებზე გასვლას გეგმავს

აპლიკაცია Borbalo უცხოურ ბაზრებზე გასვლას გეგმავს

1730885280

აპლიკაცია Borbalo-ს, რომელიც ჯარიმების მართვის გასამარტივებლად და მანქანასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების მოსაგვარებლად შეიქმნა, ფასდაკლებების პლატფორმა თვის ბოლოს დაემატება. ამის შესახებ Borbalo-ს საოპერაციო მენეჯერმა ანანო ფაღავამ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ფასდაკლებების პლატფორმა ყველა სფეროს მოიცავს, მათ შორის, ტანსაცმლის მაღაზიებს, პარფიუმერიის ქსელებს, სასტუმროებს და ა.შ.

"ფასდაკლებების პლატფორმის გამოყენების შესაძლებლობა ყველა ჩვენს აქტიურ მომხმარებელს ექნება. მოლაპარაკებები გვაქვს სხვადასხვა კომპანიასთან, რომელთა შემოთავაზებების ჩამონათვალს ჩვენი მომხმარებლები თვის ბოლოს პლატფორმაზე ნახავენ", - აღნიშნა მან.

რაც შეეხება უშუალოდ borbalo-ს, ამ ეტაპზე აპლიკაციაში 200 000-მდე მომხმარებელია დარეგისტრირებული და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

მომავალში აპლიკაცია უცხოურ ბაზრებზე გასვლას გეგმავს. ანანო ფაღავას განცხადებით, borbalo-ს ამ ეტაპზე, თურქეთში ერთ-ერთ კომპანიასთან აქვს მოლაპარაკებები. 

ცნობისთვის, აპლიკაცია borbalo 2 წელია ბაზარზეა. სტარტაპი GITA-ს 150 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულია.

გამოგვყევით