2024 წლის პირველ ცხრა თვეში, საქართველოს ტურიზმის სექტორი 2019 წელთან შედარებით 84%-ით აღდგა. ამის შესახებ TBC Capital-ის ტურიზმის განახლებაშია აღნიშნული.
ამავე დოკუმენტის მიხედვითმ 2024 წლის ცხრა თვის განმავლობაში საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობამ 5,043,663-ს მიაღწია, რაც 4.5%-იან წლიურ ზრდას წარმოადგენს.
2024 წლის პირველ ცხრა თვის განმავლობაში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.5%-ით გაიზარდა და 3,461 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2019 წელის მაჩვენებელს 34%-ით აღემატება. ამ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს რუსეთმა და თურქეთმა. აღსანიშნავია, რომ თურქეთიდან და უკრაინიდან მიღებული შემოსავლები 2024 წლის მესამე კვარტალში 2023 წლის მესამე კვარტალთან შედარებით 13%-ით და 7%-ით შემცირდა.
2024 წლის სექტემბერში, მაღალი ბიუჯეტიან სასტუმროებში საშუალო დღიურმა ფასმა (ADR) 143 აშშ დოლარს მიაღწია, რაც 8%-იან ზრდას ნიშნავს 2023 წლის სექტემბერთან შედარებით. თუმცა, სასტუმროების დატვირთულობა შედარებით შემცირდა და 66%-ს მიაღწია, რაც 12 პროცენტული ჩამორჩება 2023 წლის იმავე თვის მაჩვენებელს.