logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში ტირიფონის მაგისტრალური არხი იწმინდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში ტირიფონის მაგისტრალური არხი იწმინდება

1771484503

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოების ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში ტირიფონის მაგისტრალური არხის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. არხის სიგრძე  დაახლოებით 2900 მეტრია.

ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, წყლის მიწოდება გაუმჯობესდება ზერტის, კვარხითის, ბერშუეთის, სობისისა და ხურვალეთის სოფლების მოსახლეობას. საერთო ჯამში, წყალუზრუნველყოფილი იქნება, დაახლოებით, 800 ჰექტარი მიწის ფართობი.

აღსანიშნავია, რომ შიდა ქართლში 2012-2025 წლებში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, 20160  ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობია წყალუზრუნველყოფილი, სარწყავი წყლის მიწოდება 17 200 ჰექტარზე გაუმჯობესდა.

 

გამოგვყევით