ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საგარეჯოში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურ საფარიანი სტადიონის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.
სამინისტროს ინფორმაციით, ფეხბურთის ახალი სავარჯიშო მოედანი 300 მაყურებელზე იქნება გათვლილი. ცენტრში უნდა მოეწყოს გუნდებისთვის და მსაჯებისთვის გასახდელები, საშხაპეები, სამედიცინო ოთახი და ტექნიკური სათავსოები.
ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.