logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"საქართველოში პოლიტიკა ქვეყნის გარედან არ უნდა ფინანსდებოდეს" - ირაკლი კობახიძე

"საქართველოში პოლიტიკა ქვეყნის გარედან არ უნდა ფინანსდებოდეს" - ირაკლი კობახიძე

1771232571

ქვეყნის გარედან საქართველოში პოლიტიკა არ უნდა ფინანსდებოდეს და ზუსტად ამ იდეას ემსახურება იმ კანონპროექტების პაკეტი, რომელიც დაინიცირდა პარლამენტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბევრი რამის დაზუსტება იყო მნიშვნელოვანი  და აუცილებელი.

კონკრეტული ადამიანები ცდილობენ ხვრელების პოვნას არსებულ კანონმდებლობაში და ასეთი გზით, საქართველოში პოლიტიკური პროცესების დაფინანსებას. რა თქმა უნდა, ქვეყნის გარედან საქართველოში პოლიტიკა არ უნდა ფინანსდებოდეს და ზუსტად ამ იდეას ემსახურება იმ კანონპროექტების პაკეტი, რომელიც დაინიცირდა პარლამენტში და რომელსაც იღებს საქართველოს პარლამენტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოგვყევით