logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"იგლ ჰილსის" პროექტში საცხოვრებელი სივრცეების 60% საქართველოს მოქალაქეებმა შეიძინეს" - მარიამ ქვრივიშვილი

"იგლ ჰილსის" პროექტში საცხოვრებელი სივრცეების 60% საქართველოს მოქალაქეებმა შეიძინეს" - მარიამ ქვრივიშვილი

1771226138

Eagle Hills-ის უპრეცედენტო  ინვესტიცია არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნისთვის, პროექტი საქართველოს ეკონომიკისთვის უზრუნველყოფს 11 მილიარდის პირდაპირ ეფექტ, 24 000 სამუშაო ადგილს მშენებლობის პერიოდში, ხოლო  8 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება პროექტის ოპერირებაში გაშვების შემდეგ, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ  დინამიკას, რომელიც  კომპანიის მიერ  დაწყებული გაყიდვების აქტიურ პროცესში გამოიკვეთა.

რამდენიმე კვირის წინ კომპანიამ გადაწყვიტა, კრწანისის ტერიტორიაზე დაეწყო პირველადი გაყიდვების პროცესი - 257 საცხოვრებელი სივრცე გამოვიდა გასაყიდად და დღეს უკვე შეგვიძლიაკონკრეტული მონაცემებით ვიმსჯელოთ, თუ როგორი ბალანსი იყო  უშუალოდ ამ გაყიდვების პერიოდში. პირველ რიგში,  ძალიან სასიხარულოა,  რომ 24 საათში სრულად გაიყიდა ბაზარზე გამოტანილი ყველა საცხოვრებელი სივრცე, ხოლო განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ აქედან  60% საქართველოს მოქალაქეებმა შეიძინეს“- აღნიშნა მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, დანარჩენი 40% იყო საკმაოდ დივერსიფიცირებული, მათ შორის ევროპის ქვეყნებიდან, ასევე აზიიდან.

გამოგვყევით