logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

2025 წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა 6.3%-ით შემცირდა - "საქსტატი"

2025 წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა 6.3%-ით შემცირდა - "საქსტატი"

1771229228

წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 760.6 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 6.3 პროცენტით ნაკლებია. აქედან ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 372.4 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 7.9 პროცენტით ჩამორჩება.

"საქსტატის" ცნობით, ღორის რაოდენობამ 122.0 ათასი სული შეადგინა, რაც 11.8 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ფრინველის რაოდენობამ 8.7 მლნ. ფრთა შეადგინა, რაც 8.3 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის IV კვარტალში რძის წარმოებამ 97.2 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6.4 პროცენტით ნაკლებია.

2025 წლის რძის წარმოების წლიური მაჩვენებელი 545.7 მილიონი ლიტრით განისაზღვრა, რაც 5.0 პროცენტით ჩამორჩება 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელს. 2025 წლის IV კვარტალში ხორცის წარმოებამ 28.1 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2024 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.7 პროცენტით მეტია.

2025 წელს ხორცის წლიურმა წარმოებამ 81.9 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 7.7 პროცენტით ჩამორჩება. 2025 წლის IV კვარტალში კვერცხის წარმოება 165.4 მილიონი ცალი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 3.3 პროცენტით ნაკლებია.

2025 წელს კვერცხის წლიურმა წარმოებამ 688.0 მილიონი ცალი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 2.2 პროცენტით მეტია.

გამოგვყევით