logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

მწვანილის ექსპორტის ღირებულება 22%-ით გაიზარდა

მწვანილის ექსპორტის ღირებულება 22%-ით გაიზარდა

1772795833

მწვანილის ექსპორტის ღირებულება 22%-ით, ხოლო რაოდენობა 15%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოდან ექსპორტირებულია 1.1 მლნ აშშ დოლარის 503 ტონა მწვანილი. წინა წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით, ექსპორტირებული მწვანილის ღირებულება 22%-ით, ხოლო რაოდენობა 15%-ით გაიზარდა.

მწვანილის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: უკრაინა, მოლდოვა, რუმინეთი, რუსეთი, ბულგარეთი და სხვა. ამასთან, მზარდია მწვანილის საექსპორტო ფასი. 2025 წელს კილოგრამი მწვანილის საექსპორტო ფასმა $2.12-ს მიაღწია.

გამოგვყევით