logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

პლასტიკის პარკების რეგულირების საკითხზე მწარმოებლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პლასტიკის პარკების რეგულირების საკითხზე მწარმოებლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

1761117662

პლასტიკის პარკების გამოყენების შემცირების გზებზე, გარემოსთვის უვნებელი ალტერნატივების დანერგვის შესაძლებლობებზე, ბიზნესსექტორის მხარდაჭერის მექანიზმებსა და რეგულაციების დანერგვის ვადებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პარკების მწარმოებელ კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას ნარჩენების მართვის სისტემურ რეფორმაზე. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია, რომ პლასტიკით გარემოს დაბინძურება მინიმუმამდე შევამციროთ. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ჩვენი მოქალაქეები კვლავ დიდი რაოდენობით მოიხმარენ პარკებს, რაც გარემოს დაბინძურების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროდ რჩება. პარკების მწარმოებელ კომპანიებთან შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ სამუშაო ფორმატში გავაგრძელებთ თანამშრომლობას, რათა პარკების გამოყენებით გამოწვეული გარემოს დაბინძურების რისკები მინიმუმამდე დავიყვანოთ და ვიმუშაოთ ეკოლოგიურად უსაფრთხო, გარემოსადმი მეგობრული ალტერნატივების დანერგვაზე“,-აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა.

მწარმოებლების შეფასებით, რეგულაციები უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად და სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობით.

„აუცილებელია სამინისტროსთან თანამშრომლობის გაგრძელება, რათა ჩამოვაყალიბოთ შეთანხმებული პოზიცია - არც კომპანიები დაზარალდნენ და არც სახელმწიფო ინტერესები“,-განაცხადა კომპანიის „ჯორჯიან პოლიმერი“ დირექტორმა, ელგუჯა გონაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ პლასტიკის პარკების რეგულირების მიმართულებით, სახელმწიფომ 2018 წელს მიიღო ტექნიკური რეგლამენტი, რომელმაც 50 მიკრონამდე სისქის და 45X100 სმ ზომის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აკრძალა. დაშვებულია მხოლოდ ბიოდეგრადირებადი ან კომპოსტირებადი პარკები. გაძლიერდა ლაბორატორიული და მაკონტროლებელი უწყებების შესაძლებლობები, მოხდა საწარმოების ტექნიკური გადაიარაღება.

პლასტიკის გამოყენების შემცირების საკითხებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები რეგულარულად იმართება.

გამოგვყევით