სასტუმრო Best Western Plus Batumi 1-17 ნოემბერს, "აჭარაბეთ არენაზე" დაგეგმილი რაგბის მნიშვნელოვანი მატჩების პერიოდში, სტუმრებს სპეციალურ შეთავაზებებსა და პირობებს სთავაზობს.
როგორც სასტუმროს საოპერაციო მენეჯერი ნანუკა გორგილაძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Best Western Plus Batumi-ი "აჭარაბეთ არენიდან" ფეხით, 4 წუთის სავალზეა და შესაბამისად, საუკეთესო ლოკაციაა განსათავსებლად.
"როგორც უკვე აღვნიშნე, სასტუმრო ვიზიტორებს აღნიშნულ პერიოდში სპეციალურ ფასს სთავაზობს, რაც მოიცავს როგორც საუზმე, ისე სპა სერვისებსა და ფიტნეს დარბაზით სარგებლობას. გარდა ამისა, ჩვენი სტუმრები Late Checkout-ით ისარგებლებენ.
მატჩების პერიოდში გარკვეული ჯავშნები უკვე გვაქვს, თუმცა უფრო მეტ აქტივობას ველოდებით. შარშანაც უკრაინა-საქართველოს მატჩის პერიოდში ჩვენი შეთავაზებით ძალიან ბევრმა ადგილობრივმა და უცხოელმა ისარგებლა. შესაბამისად, წელსაც გვინდა, რომ მომხმარებლებს სპეციალური პირობები შევთავაზოთ. ეს არის ჩვენი მხარდაჭერა სპორტისა და სპორტული ტურიზმის კუთხით", - აცხადებს ნანუკა გორგილაძე.
გარდა ამისა, ნანუკა გორგილაძე აღნიშნავს, რომ ზოგადად სპორტის განვითარება და აქტიური ცხოვრების წესის ხელშეწყობა მათთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, სასტუმრო ცდილობს, სპორტულ გუნდებს მაქსიმალურად კომფორტული და შედეგზე ორიენტირებული გარემო შესთავაზოს.
"ძალიან ხშირად ვმასპინძლობთ სპორტულ გუნდებს. მაგალითად, ზაფხულში, დაახლოებით, 15-16 სხვადასხვა გუნდს ვუმასპინძლეთ. ჩვენი შეთავაზება სპორტსმენების შემთხვევაში მოიცავს მათი კვების რაციონის კონტროლსა და აბსოლუტურ ხელშეწყობას. კვების მენიუ ექიმებთან და ნუტრიციოლოგებთან ერთად იწერება. განთავსება კი მათთვის მორგებულ პირობებში ხდება. გარდა ამისა, ჩვენი სპა და ფიტნეს დარბაზი ყველა მათ მოთხოვნას პასუხობს. აქედან გამომდინარე, ჩვენი სასტუმრო სპორტსმენებისთვის ძალიან მისაღები ადგილია, რადგან ყველაფერი ერთ სივრცეში და მისაღებ ფასშია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბათუმში განთავსებული ყველა მოედანი ტერიტორიულად ახლოსაა ჩვენთან, რაც დამატებითი კომფორტია სტუმრებისთვის. გვიხარია, რომ სპორტული მიმართულების განვითარების კუთხით ჩვენი წვლილი შეგვაქვს", - აღნიშნავს სასტუმროს საოპერაციო მენეჯერი.
აქტიური ზაფხულის სეზონის შემდეგ, Best Western Plus Batumi ყურადღებას ამჯერად კორპორატიულ მიმართულებაზე ამახვილებს და კომპანიებს ღონისძიებების ორგანიზების სთავაზობს.
"წელს ბათუმში სექტემბრის ბოლომდე აქტიური სეზონი იყო. ჩვენ მომხმარებლებს თითქმის ყოველ თვე სხვადასხვა შეთავაზებებს ვთავაზობთ. ახლა კი, უფრო დაბალ სეზონზე გადავედით და მომხმარებლებს გარდა განთავსებისა, კორპორატიულ სერვისებს ვთავაზობთ. მათ შორის, ღონისძიებების სრულად დაგეგმვას. ჩვენ ორი დიდი და ერთი მცირე ზომის სივრცე გვაქვს, საიდანაც დიდ სივრცეში 300-მდე სტუმრის მიღება, ხოლო მცირე ზომის სივრცეში 70-მდე სტუმრის მიღება შეგვიძლია. შესაბამისად, მზად ვართ ვუმასპინძლოთ კომპანიებს კორპორატიული ღონისძიების მიმართულებით", - აცხადებს ნანუკა გორგილაძე.
დაინტერესებული პირები ნომრის დაჯავშნისა და სხვა დამატებითი დეტალებისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სასტუმროს - Facebook გვერდის, ელ.ფოსტის - Sales@bwplusbatumi.ge მეშვეობით, ან დარეკოთ ნომერზე: +995 577 65 51 33.
ცნობისთვის, Best Western Plus Batumi 2024 წელს გაიხსნა. სასტუმრო მოიცავს 148 ოთახს და მაღალი ხარისხის სერვისებს, მათ შორის, ფიტნესს და სპას, რესტორანს, ლაუნჯის, დიდი და მცირე ზომის სამ საკონფერენციო დარბაზს, დახურულ აუზს, სატრენაჟორო დარბაზს, საუნებს, მასაჟის ოთახებს და სხვა.