Partner at BR Capital-ის დამფუძნებელი, შოთა ლომთაძე იმედს გამოთქვამს, რომ ფინანსური სამიტის ფარგლებში ქვეყანაში ჩამოსული კერძო კაპიტალისა და საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლები გარკვეული სახის ინვესტიციებს განახორციელებენ.
ამასთან, Partner at BR Capital-ის წარმომადგენელი საერთო ჯამში შეხვედრას პოზიტიურად აფასებს.
"სხვადასხვა, ქვეყნებიდან ძალიან საინტერესო საინვესტიციო ფონდების, კერძო კაპიტალის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. ვიმედოვნებთ სამიტის ფარგლებში გარკვეულ ინვესტიციებს განახორციელებენ - ძალიან საინტერესო ბაზარია, მხოლოდ საქართველოზე არა, მთლიანად რეგიონზეა საუბარი. შესაბამისად, პოზიტიური შედეგი მივიღეთ", - აცხადებს შოთა ლომთაძე.
შეგახსენებთ, თბილისში, დღეს ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22 -23 ოქტომბერს ტარდება და მასში მონაწილეობას მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებენ.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ 2015 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ამ პერიოდის განმავლობაში ფორუმი ჩამოყალიბდა საერთაშორისო ბრენდად და მაღალი დონის პლატფორმად სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისითვის, ასევე ორგანიზაციებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრებისთვის.