logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა სტამბოლში გაიმართა

ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა სტამბოლში გაიმართა

1776418786

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და ასოციაციის ქართული ღვინო“ ორგანიზებით, ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქ სტამბოლის ისტორიულ და კულტურულ ცენტრ SALT Galata-ში  გაიმართა.

ღონისძიება სახელწოდებით  - Georgian Wine in Focus, მოიცავდა მასტერკლასს და დეგუსტაციას, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 15 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოები.

ქართული ღვინის მასშტაბურ წარდგენას ღვინის პროფესიონალები, ბაიერები, HoReCa სექტორის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ ასოციაცია ქართული ღვინო“, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2021 წლიდან სისტემატურად და წარმატებით ოპერირებს თურქეთის ბაზარზე. თანამშრომლობის ფარგლებში ყოველწლიურად ხორციელდება ქართული ღვინის მიზნობრივი წარდგენა, რაც ემსახურება ქართული ღვინის პოპულარიზაციას, ბაზარზე პოზიციონირების გამყარებასა და ექსპორტის გაზრდას.

ქართული ღვინის თურქეთის რესპუბლიკაში ექსპორტი სტაბილურად მზარდ ტენდენციას ინარჩუნებს. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში ექსპორტირებულია 480 ათასი აშშ დოლარის ღირებულის ღვინო, რაც 15%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.

 

გამოგვყევით