logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

როგორ დააკავშირა Felco 2-მა თაობები? – რევოლუციური ხელსაწყო 75 წლისაა

როგორ დააკავშირა Felco 2-მა თაობები? – რევოლუციური ხელსაწყო 75 წლისაა

1711196221

რევოლუციურ ხელსაწყოდ აღიარებული Felco 2-ის პირველი მოდელის გამოშვებიდან 75 წელი გავიდა. მისი გამძლეობის დამსახურებით, ამ ინოვაციურმა სასხლავმა მაკრატელმა თაობების გაერთიანება შეძლო და მოახერხა ჯერ ბებია-ბაბუების, შემდეგ მათი შვილებისა და შვილიშვილების ხელში გამოევლო და კვლავაც ფუნქციური დარჩენილიყო. ეს, რომ ნამდვილად ასეა, არაერთი ფერმერის ისტორია მოწმობს.

Felco 2 ახალგაზრდა მეწარმემ ფელიქს ფლიშმა მომხმარებლებს 1948 წელს წარუდგინა. სასხლავი მაკრატელი მალევე აღიარეს ინოვაციურ პროდუქტად, რადგან სხვა მოდელებთან შედარებით, ხელსაწყო გამძლეობით, სიმსუბუქით, ერგონომიულობითა და სუფთა ჭრით გამოირჩეოდა. სიახლე იყო ისიც, რომ Felco-მ ხელმისაწვდომი გახადა სათადარიგო ნაწილებიც, რათა მომხმარებლებს ცვეთადი დეტალების დაზიანების შემთხვევაში, მათი გამოცვლა და ინსტრუმენტის ხანგრძლივი დროით გამოყენება შესძლებოდათ.

შედეგად, Felco 2 სიზუსტის, სანდოობისა და საუცხოო ხარისხის სიმბოლოდ იქცა. მისი ინოვაციური მახასიათებლების შენარჩუნებითა და მათი მუდმივი გაუმჯობესების მეშვეობით კი, ის დღემდე ინარჩუნებს ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური სამუშაო იარაღის სტატუსს.

Felco-ს რევოლუციური სასხლავი მაკრატელი 75 წლის შემდეგაც მებაღეებისა და მევენახეების რჩეულ პროდუქტად და მათი ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელ ნაწილად რჩება.

„ჩემი რჩეული ხელსაწყო თითქმის 70 წლისაა. ის ერთ-ერთი პირველი Felco 2-ია, რომელიც მამაჩემმა 14 წლის ასაკში მაჩუქა. მას კი ხელსაწყო ბაბუაჩემისგან ერგო მემკვიდრეობით. ჩვენი ოჯახისთვის Felco მხოლოდ სასხლავი მაკრატელი არ არის, ის ჩვენს თაობებს ერთმანეთთან აკავშირებს“, – ამბობს მარკო ბეკერი, მევენახე გერმანიის ქალაქ მაინციდან.

Felco შვეიცარიული კომპანიაა, რომელიც სამუშაო იარაღებსა და აქსესუარებს აწარმოებს, მათ შორისაა ინოვაციური სასხლავი მაკრატლები, სამყნობი დანები და ხერხები. Felco პროდუქციის დასამზადებლად უმაღლესი ხარისხის მეტალებს იყენებს, რაც მის პირვანდელი სახით შენარჩუნებას დიდი ხნის განმავლობაში უზრუნველყოფს. კომპანია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იარაღების დიზაინსა და ერგონომიულობასაც. სწორედ ამიტომ, Felco-ს სამუშაო იარაღები არა მხოლოდ გამძლეა, არამედ მოსახერხებელი და მარტივად გამოსაყენებელიც.

Felco-ს პროდუქცია საქართველოში ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანია „აგროსფეროს“ მაღაზიათა ქსელშია ხელმისაწვდომი.

გამოგვყევით