logo
Loading data...

"საერთაშორისო გამოფენები საინტერესოა ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით"

"საერთაშორისო გამოფენები საინტერესოა ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით"

1699599780

8-10 ნოემბერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში ღვინის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მნიშვნელოვანი გამოფენა - ProWine Shanghai იმართება. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ორგანიზებით, გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელი 27 კომპანია მონაწილეობს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, ქ.შანხაიში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გამოფენაზე ProWine Shanghai ქართული სტენდი დაათვალიერა და ქართული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

"საერთაშორისო გამოფენები ყველაზე საინტერესოა ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, რადგან მათ ღვინის წამყვანი სპეციალისტები, იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობენ . ProWine Shanghai-ს, ტრადიციულად, საერთო ჯამში, 100 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის, დისტრიბუტორი, იმპორტიორი და ღვინის პროფესიონალი ესწრება.

ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო, პერსპექტიულ და პრიორიტეტულ ბაზარს წარმოადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში, ბოლო წლების განმავლობაში, აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა სახის მარკეტინგულ კამპანიებს აღნიშნულ ბაზარზე. შედეგად, 2013 წლიდან, ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტი მზარდია", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

აღსანიშნავია, რომ, 2023 წლის განმავლობაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართულმა ღვინის მწარმოებლებმა მონაწილეობა მიიღეს ჩინეთში ყველაზე მასშტაბურ გამოფენაში The 108 th China Food & Drinks Fair, ქართული ღვინის მასშტაბური სემინარი/დეგუსტაცია ჰონგ-კონგში გაიმართა,  ქართული ღვინის
საგანმანათლებლო პროგრამა-ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა, ქართული ღვინო წარმოდგენილი, ქალაქ შენჭენში გამართულ გამოფენაზე China Food & Drinks Fair 109 იყო.

მიმდინარე წლის ბოლომდე, ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობას შანხაიში ქართული ღვინის მასტერკლასში მიიღებენ და ქართული ღვინო  დეგუსტაციაზე ხაინანის პროვინციაში იქნება წარმოდგენილი. ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიის განსახორციელებლად, ჩინეთის ბაზარზე თანამშრომლობს მარკეტინგულ კომპანიებთან: Meiburg Wine Media და ქართული ღვინის საპრომოციო ცენტრთან (China National Research Institute of Food and Fermentation Industries Corporation Limited).

გამოფენაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არჩილ კალანდია და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა იმყოფებოდნენ.

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით