logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"სახელმწიფო რთველის დროს ყურძნის შესყიდვის პროცესში ერთვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსავალი ჭარბია" - ლევან მეხუზლა

"სახელმწიფო რთველის დროს ყურძნის შესყიდვის პროცესში ერთვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსავალი ჭარბია" - ლევან მეხუზლა

1771411295

სახელმწიფო რთველის დროს ყურძნის შესყიდვის პროცესში ერთვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსავალი ჭარბია და კერძო სექტორიდან მასზე მოთხოვნა არ არის. შესაბამისად, სახელმწიფო კერძო სექტორთან კონკურენციაში არ შედის და მისი მიზანი ღვინის წარმოება არ არის. სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია ყურძენი არ დარჩეს ჩაუბარებელი და მევენახეები პრობლემების პირისპირ მარტო არ დარჩნენ. სწორედ მევენახე ფერმერების მხარდაჭერისთვის და არა ღვინის დასამზადებლად, რთველის პერიოდში, სახელმწიფო ჭარბ ყურძენს შეისყიდის, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.

2026 რთველისთვის დაგეგმილი ცვლილებებით, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს მოუწევს ჭარბი ყურძნის მიღება, დადგენილია სამი ფასი.

"აღნიშნული გადაწყვეტილების ერთადერთი მიზანი ხარისხიანი ღვინის წარმოების ხელშეწყობა და იმ მევენახეების მეტად დაფასებაა, ვინც ზრუნავს ვენახისა და ყურძნის ხარისხზე. სწორედ ყურძნის კონდიციურობისა და ხარისხიდან გამომდინარეა განსაზღვრული ყურძნის 3 განსხვავებული ფასი. აღნიშნულ მიდგომას სრულად იზიარებს ღვინის კერძო სექტორიც, რომელიც ორიენტირებულია ხარისხიანი ღვინის წარმოებაზე“ - განაცხადა ლევან მეხუზლამ.

დაბალ ხარისხიანთან შედარებით, მაღალ ხარისხიან კონდიციურ ყურძენზე ფასის გაზრდა მევენახეებს აძლევს მოტივაციას, რომ მოიყვანონ ხარისხიანი მოსავალი, რომლისგანაც იწარმოება ხარისხიანი ღვინო.

აღნიშნული ცვლილებების აუცილებლობა განაპირობა მსოფლიო გლობალურ ბაზარზე ღვინის მოხმარების შემცირებამ და ბაზარზე მაღალმა კონკურენციამ - ქართული ღვინო აუცილებლად უნდა იყოს მაღალხარისხიანი. მეღვინეობის დარგის განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივისთვის, აუცილებელია უფრო მეტად ფასობდეს ხარისხიანი ყურძენი“ - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.

ეკონომიკა

გამოგვყევით