logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"ვენახების საკადასტრო მონაცემების განახლება გრძელდება" - ღვინის ეროვნული სააგენტო

"ვენახების საკადასტრო მონაცემების განახლება გრძელდება" - ღვინის ეროვნული სააგენტო

1772179200

ვენახების საკადასტრო მონაცემების განახლება სავალდებულოა ვენახის მესაკუთრის ცვლილების, ვენახის გაშენების, არენდით გადაცემის და სხვა ცვლილებების შემთხვევაში.

საკადასტრო მონაცემების განახლება, ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის კადასტრის სამმართველოს წარმომადგენლების მიერ, მევენახეობის რეგიონების ყველა მუნიციპალიტეტში ადგილზე მიმდინარეობს.

მოქმედი რეგულაციით, ვენახის საკადასტრო ამონაწერის გარეშე მევენახე ვერ შეძლებს საწარმოში ყურძნის ჩაბარებას, ხოლო მეღვინე ღვინის რეალიზაციას.

ვენახების კადასტრი აუცილებელია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის. ვენახების კადასტრი თითოეული ვენახის ნაკვეთის იდენტიფიკაციით, მევენახეების და ვენახების შესახებ დეტალური ინფორმაციის აღწერით იქმნება. რეგისტრირებულ ვენახზე ინფორმაცია მოიცავს ვაზის ჯიშებს, დარგვის თარიღს, ვენახის მდგომარეობას, მდებარეობას, ფართობს და სხვა მონაცემებს. დღევანდელი მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აღწერილია 50 ათასამდე ჰექტარი ვენახის ფართობი.

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ პროგრამა 2014 წელს დაიწყო და 2023 წელს უკვე მევენახეობის ყველა რეგიონი მოიცვა. ღვინის ეროვნული სააგენტო ვენახების შესახებ საკადასტრო მონაცემების განახლებას რეგულარულად ახორციელებს.

გამოგვყევით