logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"3 წლიან დინამიკას რომ შეხედოთ, ქსელებმა გააუარესეს გადახდის დღეები" - შოთა ბერეკაშვილი

"3 წლიან დინამიკას რომ შეხედოთ, ქსელებმა გააუარესეს გადახდის დღეები" - შოთა ბერეკაშვილი

1772028418

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა, ქსელური მაღაზიების მიერ მწარმოებლებისთვის და დისტრიბუტორებისთვის თანხის დაგვიანების საკითხზე ისაუბრა, რაც უმძიმეს მდგომარეობაში აყენებს მთლიან სექტორს.

ბერეკაშვილის განცხადებით, ქსელური მარკეტები თანხის დაგვიანებით გადახდით ერთი მხრივ, აზიანებენ მწარმოებლების და დისტრიბუციის სექტორს, მეორე მხრივ, სარგებლობენ აღნიშნული გამოთავისუფლებული ფულადი სახსრებით, ფართოვდებიან და ხსნიან ახალ მაღაზიებს.

„სამ წლიან დინამიკას რომ შეხედოთ ქსელებმა გააუარესეს გადახდის დღეები, თუ 3 წლის წინ 45 დღე იყო გადახდის, შემდეგ ავიდნენ 60-ზე, 80-ზე. როდესაც დიდი ქსელი გაქვს და თვეში ბრუნვა გაქვს 100 000 000 და მომწოდებელთან გადასახდელია აქედან 80 000 000, უნდა აკეთებდეს ამას 45 დღის განმავლობაში პროდუქციის მიღებიდან, 1 დღით რომ გადაწია უკვე 2,5 მილიონი გამოთავისუფლდა, 10 დღით რომ გადაწია 25 000 000 გამოუთავისუფლდა. ამ თანხით ხდება შემდეგ გაფართოება, ამან დაამძიმა სექტორი, დაამძიმა ჯაჭვში ის კომპანიები, რომლებიც არიან ქვემოთ მეორე და მესამე რგოლი. რაც უფრო დამძიმდა ვისაც მეტი რესურსი აქვს გადარჩება, ვისაც არ აქვს ეს იწვევს ფასების გაძვირებას, ერთგვარი სპირალია. ჩვენი მიზანი არის, რომ ისეთი ინსტიტუციური ჩარჩო შევქმნათ, რომ ეს პროცესი გავაჩეროთ, დავშალოთ, რომ სექტორი მუშაობდეს ისე, როგორც არის ნორმალური,“- განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

ბიზნესი

გამოგვყევით