logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ქვეყანაში კადრების დეფიციტი განსაკუთრებით მწვავედ მშენებლობის სექტორში დგას" - ლევან ვეფხვაძე

"ქვეყანაში კადრების დეფიციტი განსაკუთრებით მწვავედ მშენებლობის სექტორში დგას" - ლევან ვეფხვაძე

1772132820

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ქვეყანაში კადრების დეფიციტი განსაკუთრებით მწვავედ, მშენებლობის სექტორში დგას.

როგორც მან გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში აღნიშნა, მშენებლობის სფეროში კადრების მოძიება კომპანიების თითქმის 100%-ს სრულად ან ნაწილობრივ მაინც უჭირს.

"ჩვენ ადამიანური კაპიტალის კვლევას ვახორციელებთ ხოლმე და ის კვლევა, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ, პრემიერმა წარმოადგინა ძალიან ახლოს არის იმ წუხილებთან, რაც სექტორებს ჰქონდათ. მაგალითად, მშენებლობის სექტორში კომპანიების თითქმის 100%-ს ან განსაკუთრებით უჭირს ან ნაწილობრივ უჭირს კადრების მოძიება. სხვა სექტორებში 10% ამბობს, რომ მათ არ უჭირთ კადრების მოძიება, მაგრამ მშენებლობის სექტორი 100%-ვე გამოხატავს წუხილს.  იმდენად გაზრდილია ინფრასტრუქტურული პროექტები, რომ როგორც ჩანს მოთხოვნას მიწოდება ვეღარ გაჰყვა. 

აღსანიშნავია, რომ თუ 3-4 წლის წინ კომპანიების მხოლოდ 15% იყო ჩართული პროფესიულ სასწავლებლებთან ერთად კურსდამთავრებულების გადამზადებაში, ახლა მათი რაოდენობა 55%-მდე მეტია. ბიზნესმა თვითონ შეავსო ეს სიცარიელე, შექმნეს გადამზადების ცენტრები, ან რომელი პროფესიულ სასწავლებელთან ურთიერთობენ და იქ ცდილობენ კადრების შევსებას. თუ შევხედავთ 2025 წლის დეკემბრის კვლევას, კვლავ მნიშვნელოვანი დეფიციტია მაღალი კვალიფიკაციის მქონე პერსონალის, მაგრამ იქ, სადაც შედარებით დაბალი კვალიფიკაციაა იქ ცოტათი შემცირებულია კომპანიების წუხილი" - აცხადებს ლევან ვეფხვაძე. 

გამოგვყევით