logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

სტარტაპი ProcureMed-ი წლის ბოლოდან, კლინიკებს სამედიცინო პროდუქციის ღირებულების ანალიზს შესთავაზებს

სტარტაპი ProcureMed-ის ფარგლებში, შეიქმნება პროგრამა,  სადაც მოხდება სამედიცინო პროდუქციის ფასისა და ხარისხის შედარება და შემდეგ საუკეთესო ვარიანტის კლინიკებისთვის შეთავაზება, - ამის შესახებ სტარტაპის დამფუძნებელმა ნინო ვენჯელაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისი თქმით, პროგრამა ღირებულების და ხარისხის გარდა კლინიკის საჭიროებების ანალიზსაც მოახდენს.

როგორც ნინო ვენჯელაშვილი აღნიშნავს, მსგავსი პროდუქტი ბაზარზე არ არსებობს და შესაბამისად, დაინტერესება იქნება.

"სამედიცინო პროდუქცია მოიცავს სახარჯ მასალებს და ასევე, მედიკამენტებს. პროდუქცია ადგილობრივი მომწოდებლებისგან იქნება წარმოდგენილი. აღნიშნული სერვისით ერთი კლინიკა უკვე სარგებლობს, თუმცა ამჟამად სამუშაოებს ხელით ვასრულებთ და მომავალში ყველაფერი პროგრამულად მოხდება. პროდუქტი ტესტირების ეტაპებს გაივლის, ასევე რამდენიმე კლინიკასთან ვითანამშრომლებთ სატესტო რეჟიმში და დაახლოებით, წლის ბოლოს სტარტაპი სრულად ჩაეშვება ბაზარზე. ჩვენ ვთანამშრომლობთ მომწოდებლებთანაც და ძალიან კარგად ვიცნობთ ბაზარს. თითქმის ყველა მომწოდებელი და კლინიკა დაინტერესებულია, რომ პროგრამის შექმნის შემდეგ ჩვენთან ითანამშრომლოს", - აცხადებს ნინო ვენჯელაშვილი.

ცნობისთვის, სტარტაპი ProcureMed-ის პროექტის ფარგლებში შეიქმნება საავადმყოფოებისთვის ღირებულების ანალიზისა და შესყიდვების პროგრამა. ინოვაციურ ინსტრუმენტი მიზნად ისახავს ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირებასა და ჯანდაცვის მიწოდების ჯაჭვის მართვისა და მარაგების გამოყენების ეფექტურობის გაუმჯობესებას. სტარტაპი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულია.

გადაცემები

გამოგვყევით