logo
Loading data...
მთავარი ტექნოლოგიები

სტატია

1 350 ადგილი და 3 000-ზე მეტი განაცხადი - Skillwill Georgia წელს სტუდენტებს პირველად მიიღებს

პროფესიული სასწავლებელი Skillwill Georgia წელს სტუდენტებს პირველად მიიღებს. როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორშიპროფესიული კოლეჯის დამფუძნებელი, გიორგი მარიამიძე აღნიშნავს, ამ ეტაპზე, სასწავლო ობიექტს 1 350 ახალგაზრდის მიღება შეუძლია.

Skillwill Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, ამჟამად, პროფესიული სასწავლებლის მიმართ ინტერესი 3 000-ზე მეტმა მსურველმა გამოთქვა.

"ჩვენი პროფილი ყოველთვისაა თანამედროვე, საინფორმაციო ტექნოლოგიები (IT). სტუდენტებს ვთავაზობთ 3 ძირითად მიმართულებას: სწავლების მაღალი ხარისხი, ინფრასტრუქტურას და სახელმწიფოს 100%-იან დაფინანსებასთან ერთად, სტიპენდიას. ამ ეტაპზე, რამდენიმე ტექნოლოგია გვაქვს, რასაც სტუდენტები ისწავლიან, მაგალითად, ერთ-ერთი გრაფიკული დიზაინია. კოლეჯში სწავლა ყველას შეუძლია, ვისაც საშუალო განათლების დიპლომი აქვს. ამასთან, 25 სექტემბერია ბოლო ვადა, როცა სტუდენტებს ჩვენთან სწავლის არჩევის შესაძლებლობა აქვთ. მინდა გითხრათ, რომ ახალგაზრდებს უკვე კონკურსისა და გასაუბრების საფუძველზე ვიღებთ.

უამრავ, 50-ზე მეტი ბიზნესს და საჯარო უწყებებთან ვთანამშრომლობთ, შესაბამისად, ახალგაზრდებს საშუალებას ვაძლევთ, აღნიშნული მიმართულებით სტაჟირება გაიარონ", - აცხადებს გიორგი მარიამიძე.

კოლეჯის დამფუძნებელი საქართველოში არსებულ მდგომარეობაზეც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში პროფესიული განათლების მიღება მაინც გარკვეული სახის "სტიგმას" უკავშირდება.

"პროფესიულ განათლებას თავისებური "სტიგმა" ახლავს, რომელიც საბჭოთა კავშირიდანაა გადმოყოლილი. განვითარებულ ქვეყანაში, მაგალითად, გერმანიაში სტუდენტების ნახევარზე მეტი პროფესიულ განათლებას ირჩევს, რადგან ამ მიმართულებას დასაქმებისკენ მივყავართ. თვითონ სიტყვა "პროფესიული" ფოკუსირებულია ზუსტად კონკრეტულ უნარებზე, რასაც დამსაქმებლები ეძებენ. ამასთან, პროფესიულ განათლებაში ერთი კონკრეტული საგანი, ან ხელობა არ ისწავლება - ინგლისური ენა, მეწარმეობა და ა.შ. სხვადასხვა, მიმართულება გვაქვს", - აღნიშნავს გიორგი მარიამიძე.

ცნობისთვის, პროფესიული სასწავლებელი Skillwill Georgia საქართველოში პირველი და ყველაზე მასშტაბური ციფრული განათლების ჰაბია, რომელიც 2018 წლიდან განათლების სფეროს აქტიურად ავითარებს. პროფესიული კოლეჯის მიზანია ტექნოლოგიური განათლების მეშვეობით ახალგაზრდებს კარიერული მიზნების მიღწევებსა და ციფრული სფეროს გაძლიერებაში დაეხმაროს.

გამოგვყევით