logo
Loading data...
მთავარი ტექნოლოგიები

სტატია

იშოპინგე ონლაინ კომფორტულად ალტას ახალ ვებგვერდზე

იშოპინგე ონლაინ კომფორტულად ალტას ახალ ვებგვერდზე

1752152605

ტექნიკის მაღაზიათა ქსელმა ალტამ სრულად განაახლა ონლაინ მაღაზია, რათა ონლაინ შოპინგი კიდევ უფრო კომფორტული, ხარისხიანი და დაცული გახადოს.

დღეს, ალბათ, შენთვისაც ონლაინ შოპინგი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ტექნიკის საყიდლად ფიზიკურ მაღაზიაში მისვლა ხშირად დროის კარგვაა, მით უმეტეს, როცა საქმე ისეთ ბრენდს ეხება, რომლის ხარისხსა და მომსახურებაშიც დარწმუნებული ხარ. რატომ უნდა დახარჯო დრო ვიზიტზე, როცა იცი, რომ შენაძენს სახლის კარამდე მოგიტანენ?

მაგრამ ონლაინ შოპინგს ხშირად სირთულეები ახლავს – ჩვენს გაციფრულებულ სამყაროშიც კი, ბევრ ვებგვერდზე რთულია იპოვო პროდუქტი, რომელიც შენს მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებს და მასზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებ. ალტას ახალი პლატფორმა ამ პრობლემას მოგიგვარებს. აქ დაგხვდება არა მხოლოდ პროდუქციის ფართო არჩევანი, არამედ მაქსიმალურად კომფორტული და ინტუიციური ინტერფეისი, რომელიც გაგიმარტივებს იმის პოვნას, რასაც ეძებ.

განახლებული პლატფორმის ინტუიციური დიზაინი და დეტალური კატეგორიზაცია ძიებაზე დახარჯულ დროს მნიშვნელოვნად შეგიმცირებს;  გაუმჯობესებული ძიების ფუნქციონალი და მრავალფეროვანი ფილტრები საშუალებას მოგცემს, გაცილებით სწრაფად მიაგნო ტექნიკას, რომელიც სრულად პასუხობს შენს მოთხოვნებს;  დეტალურად გაწერილი მახასიათებლების დახმარებით კი, პროდუქტებს ერთმანეთს მარტივად შეადარებ, რაც სხვადასხვა მოდელის უპირატესობის დანახვაში დაგეხმარება. ამ ყველაფრის  დახმარებით კი, თავისთავად, ინფორმირებულ და ოპტიმალურ გადაწყვეტილებას გაცილებით სწრაფად და მარტივად შეძლებ, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

მაგალითად, თუ კომპიუტერული ტექნიკა გაინტერესებს, ალტას განახლებულ პლატფორმაზე თითოეული პროდუქტის გვერდზე ამომწურავ ინფორმაციას იპოვი,  როგორც  პროცესორზე, ოპერატიულ მეხსიერებასა და ვიდეო ბარათზე, არამედ ისეთ დეტალებზეც, რომლებზეც, შესაძლოა, არც კი დაფიქრებულხარ, როგორიცაა ხმა, კლავიატურა,  ვებკამერა და ა.შ.ალტას განახლებულ კატალოგში 8000-ზე მეტი დასახელების პროდუქტი და 100-ზე მეტი ბრენდი დაგხვდება. ამასთან, პლატფორმაში ჩაშენებული ალგორითმი შენი ინტერესების გათვალისწინებით, სხვა საინტერესო პროდუქტებსაც შემოგთავაზებს. თუ ფართო ასორტიმენტში ნავიგაცია გიჭირს, ნებისმიერ დროს შეგიძლია ლაივჩათის საშუალებით ალტას კვალიფიციურ კონსულტანტებს დაუკავშირდე და დახმარება მიიღო.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ონლაინ გადახდების უსაფრთხოებასაც. ალტას ახალი ვებგვერდი სრულად აღჭურვილია ტრანზაქციების დაცვის თანამედროვე მექანიზმებით, მომხმარებლის პირადი და ფინანსური მონაცემების კონფიდენციალურობისთვის. ალტას პლატფორმაზე ონლაინ შოპინგისას, შეგიძლია  დარწმუნებული იყო, რომ :შენი  პერსონალური ინფორმაცია მაქსიმალურად დაცულია.

ეწვიე ვებგვერდს - alta.ge, აღმოაჩინე  ტექნიკის ყველაზე დიდი არჩევანი საქართველოში და მიიღე შენაძენი ზუსტად სახლის კართან, მთელი საქართველოს მასშტაბით.

#განახლებისდროა

გამოგვყევით