logo
Loading data...
მთავარი ტექნოლოგიები

სტატია

Open Net-ის პროექტი უახლოეს თვეებში დასრულდება და სუპერ თანამედროვე ინტერნეტი გვექნება - უჩა სეთური

Open Net-ის პროექტის Log-In Georgia-ს მეშვეობით, საქართველოს კონკრეტული ტერიტორიები, სადაც ოპტიკური ინტერნეტი არ იყო, სრულად დაიფარება. როგორც მცირე და საშუალო ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელი, უჩა სეთური გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" აღნიშნავს, პროექტი უახლოეს თვეებში დასრულდება, რომლის ფარგლებშიც სრულიად საქართველოს, სუპერ თანამედროვე, მაღალხარისხიანი ინტერნეტი ექნება.

მისივე თქმით, წინ არა ერთი გამოწვევაა, რომელიც აუცილებლად დაძლევადია.

"ქვემო ქართლის სოფლებში, Open Net-ის კაბელის ჩადება დაწყებულია. უკვე ქუთაისისა და და თბილისის შეერთების მაგისტრალი სრულდება, რაც ქართული ინტერნეტის ხერხემალია. სხვა ალტერნატივებს რაც შეეხება, იმ ხარისხისა და მოცულობის არ არის, რასაც Open Net-ი შემოგვთავაზებს. მთავარი ბენეფიციარები ჩვენ ვართ, მცირე და საშუალო ბიზნესი. ჩვენთან ყველა საშუალო და მცირე ოპერატორია დაკავშირებული ხელშეკრულებით. რაც დაახლოებით, 150-მდე კომპანიას მოიცავს, ამასთან, დაახლოებით 50-მდე კომპანიას Open Net-თან უკვე ხელშეკრულება გაფორმებული აქვს.

Open Net-ი გადამრჩენელია, რომ ნებისმიერ რეგიონში მივიღოთ წვდომა და აბონენტამდე მაღალხარისხიანი სიჩქარის ინტერნეტი მივიდეს. პროექტი თითქმის დასასრულს უახლოვდება, ველოდებით, რომ უახლოეს თვეებში აღნიშნული სამუშაოები დამთავრდება", - აღნიშნავს უჩა სეთური.

მისივე ინფორმაციით,  მცირე და საშუალო ოპერატორების ასოციაცია ყველაფერს სკულპტუოზურად  აკონტროლებს.

"მინდა გითხრათ, რომ Open Net-ი ყველაზე ახალი და თანამედროვე პროექტია. დღეს მშენებლობის ქსელის ტემპი საკმაოდ მაღალია და კარგი ხარისხი გვაქვს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ვაკონტროლებთ ყველაფერს, ჩვენც მომხმარებლები ვართ... მოკლედ, იფარება კონკრეტულად ის ტერიტორიები, სადაც ოპტიკური ინტერნეტი არ იყო. ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული ხარისხი - Open Net-ის შემთხვევაში, დაზიანების რისკი მინიმალურია და აღდგენის ვადები მაქსიმალურად სწრაფი", - აცხადებს უჩა სეთური.

ცნობისთვის, Open Net-ის მიზანია საქართველოს რეგიონების ინტერნეტიზაცია და ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრა, რომელიც, თავის მხრივ, ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების ეროვნული სტრატეგიის ძირითადი შემადგენელი ნაწილია.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად, Open Net-ი ახორციელებს პროექტს Log-In Georgia, რომელიც ორი კომპონენტისგან შედგება და რომლის ფარგლებშიც, ხორციელდება, როგორც მაღალხარისხიანი, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ასევე  ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ციფრული წიგნიერების განვითარებას ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: განათლება, ჯანდაცვა და ფინანსური სერვისები, ინტერნეტისა და ციფრული სერვისების მოხმარება სოციალური უმცირესობებისა და შეზღუდული  შესაძლებლობების მქონე საზოგადოების მიერ.

გამოგვყევით