დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს 60 მილიონი დოლარის დაფინანსება შეუჩერა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი აშშ-ის ჯანმრთელობისა და სოციალური სერვისების დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადმინისტრაციამ ჰარვარდი დაადანაშაულა სტუდენტების განაცხადების განხილვისას ეთნიკური კუთვნილების გათვალისწინებაში და ებრაელების დისკრიმინაციის დაშვებაში, რაც გასულ წელს ამერიკულ კამპუსებში მოწყობილი პროპალესტინული სტუდენტური საპროტესტო მოძრაობის შედეგი იყო.
„იმის გამო, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტმა ანტისემიტური შევიწროებისა და რასობრივი დისკრიმინაციის შემთხვევებთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირება ვერ მოახდინა, დეპარტამენტი რამდენიმე მრავალწლიანი გრანტის გაცემას წყვეტს“, - ნათქვამია განცხადებაში.