logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

Best Western Premier Batumi: საქართველოსთვის ჩინური ტურისტული ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სწრაფად მზარდია

Best Western Premier Batumi: საქართველოსთვის ჩინური ტურისტული ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სწრაფად მზარდია

1748418697

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთში, შანხაიში, ტურისტულ გამოფენაში ITB-China 2025 მონაწილეობს. გამოფენაზე 30-მდე სახელმწიფო ორგანიზაცია და კერძო კომპანიაა წარდგენილი. გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს სასტუმრო Best Western Premier Batumi-ს წარმომადგენელი თამარ მაზიაშვილი.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩინური ტურისტული ბაზარი საქართველოსთვის, იმიტომ რომ სწრაფად მზარდი ბაზარია. ჩვენი ქვეყნისადმი თანდათანობით ჩინელების დაინტერესება ძალიან იზრდება, რაც რა თქმა უნდა  ძალიან გვახარებს. კარგი იქნება თუ გაიზრდება ავიარეისების რაოდენობა“-აცხადებს თამარ მაზიაშვილი.

ITB CHINA 2025 ჩინეთის ქალაქ შანხაიში სამი დღის განმავლობაში მომდინარეობს და მას მსოფლიოს 90-მდე ქვეყნიდან 1500-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია ესწრება.

გამოგვყევით