logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

2025 წლის აპრილში jobs.ge-ზე 6 577 ვაკანსია გამოქვეყნდა - PMCG

2025 წლის აპრილში jobs.ge-ზე 6 577 ვაკანსია გამოქვეყნდა - PMCG

1748435867

2025 წლის აპრილში jobs.ge-ზე 6 577 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2025 წლის მარტში გამოქვეყნებულ ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით, 6.7%-ით მეტია, თუმცა 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.6%-ით ნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაციას PMCG კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერში გამოქვეყნდა.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, 2025 წლის თებერვლიდან 2025 წლის აპრილის ჩათვლით, 18,331 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 18.0%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ყველაზე დიდი, 21.8%-იანი კლება დაფიქსირდა ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კატეგორიაში, რომელსაც ვაკანსიების საერთო რაოდენობის კლებაზე  აღნიშნულ პერიოდში ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდა.

2025 წლის თებერვლიდან 2025 წლის აპრილის ჩათვლით, 3,754 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.0%-ით ნაკლებია. ამავე პერიოდში, 709 ვაკანსია გამოქვეყნდა ინფორმაციციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიაში, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14.5%-ით ნაკლებია.

2025 წლის თებერვლიდან 2025 წლის აპრილის ჩათვლით, 4,449 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 16.3%-ით ნაკლებია.

გამოგვყევით