logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა 30-ზე მეტი ინიციატივა განახორციელა" - ელენე ლაგვილავა

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრის, ელენე ლაგვილავას ინფორმაციით, 3 წლის განმავლობაში, ცენტრმა 30-ზე მეტი ინიციატივა, სხვადასხვა, აქტივობის სახით განახორციელა.

როგორც ელენე ლაგვილავამ გადაცემა „ბიზნესპარტნიოთან“ აღნიშნა, ცენტრში მიმდინარე პროექტები,  ცნობიერების ამაღლებაზეა ორიენტირებული.

"თამამად შეიძლება ითქვას, რომ ენერგეტიკის ცენტრმა თავიდანვე წარმატებული სტარტი აიღო. 3 წლის განმავლობაში, 3 000-ზე მეტი მსმენელი მივიღეთ. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

მინდა შევეხო, გაეროს ბავშვთა ფონდის დაფინანსებულ პროექტებს: „წყალი, გარემო და ჯანმრთელობა მოზარდების უსაფრთხო მომავლისათვის", "განახლებული ენერგიის როლი კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრაში", "წყალი და წყლის რესურსების რაციონალური გამოყენება". სწორედ ამ უკანასკნელი პროექტის განხორციელების დროს, სასწავლო ცენტრმა Energy Globe-ის ჯილდო აიღო, რომელიც ახალბედა სასწავლო ცენტრისთვის ნამდვილად მისასალმებელია.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, ამჟამად, გვაქვს პროექტი: "მეტი ქალი ენერგეტიკაში" აღნიშნული პროექტი 2 ივნისს, თბილისში გაიმართება. ჩვენი მიზანია - ვუთხრათ ქალებს, აღნიშნულ სფეროში, მათ წარმატების შესაძლებლობა აქვთ", - აღნიშნა ელენე ლაგვილავამ.

ცნობისთვის, "ელიზბარ ერისთავის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი" 2022 წლის 4 თებერვალს დაარსდა.

ცენტრის დამფუძნებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ), რომელსაც 2021 წლის 22 დეკემბერს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების შესაბამისად განესაზღვრა დამატებითი უფლებამოსილება საგანმანათლებლო მიმართულებით.

გამოგვყევით