logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

"კატარი დონალდ ტრამპს მდიდრულ Boeing-ს ჩუქნის" - CNN

"კატარი დონალდ ტრამპს მდიდრულ Boeing-ს ჩუქნის" - CNN

1747041587

კატარი დონალდ ტრამპს მდიდრულ  Boeing-ს  ჩუქნის, – ამის შესახებ „სიენენს“ განუცხადეს.  CNN-ი  წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ, სავარაუდოდ, თანხმობა განაცხადა, კატარის სამეფო ოჯახისგან საჩუქრად მიიღოს Boeing 747-8.

როგორც კატარში განაცხადეს, ტექნიკურად, თვითმფრინავს კატარის თავდაცვის სამინისტრო პენტაგონს გადასცემს, რის შემდეგაც მოხდება თვითმფრინავის აღჭურვა უსაფრთხოების ფუნქციებითა და მოდიფიკაციებით.

როგორც CNN-ი იუწყება, ტრამპის პრეზიდენტობის ვადის დასრულების შემდეგ თვითმფრინავის გადაცემა ტრამპის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისთვის სურთ, რაც მას საშუალებას მისცემს, შემდგომშიც გამოიყენოს ეს თვითმფრინავი. CNN-ი ასევე წერს, რომ ეს, სავარაუდოდ, გახდება ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული საჩუქარი ამერიკის პრეზიდენტისთვის.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი პირველი საგარეო ვიზიტით საუდის არაბეთს, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა. ტრამპი სამშაბათს, 13 მაისს თავდაპირველად საუდის არაბეთში ჩავა. თეთრი სახლის განცხადებით, ვიზიტისას ყურადღება გამახვილდება ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებაზე.

 1tv.ge 

გამოგვყევით