logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"არსებობს მოლოდინი, რომ უძრავი ქონების ბაზარზე ფასები მოიმატებს და მოთხოვნა გაიზრდება, თუმცა ვფიქრობ, აღნიშნულზე საუბარი ნაადრევია" - ვაჟა მებაღიშვილი

"არსებობს მოლოდინი, რომ უძრავი ქონების ბაზარზე ფასები მოიმატებს და მოთხოვნა გაიზრდება, თუმცა ვფიქრობ, აღნიშნულზე საუბარი ნაადრევია" - ვაჟა მებაღიშვილი

1773638220

არსებობს მოლოდინი, რომ უძრავი ქონების ბაზარზე ფასები მოიმატებს და მოთხოვნა გაიზრდება, თუმცა ვფიქრობ აღნიშნულზე საუბარი ნაადრევია, - ამის შესახებ საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრმა ვაჟა მებაღიშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე უძრავი ქონების ბაზარზე პროცესები ჯანსაღად მიმდინარეობს და ფასებიც დასტაბილურებულია. 

"ძალიან საინტერესო ეტაპებს გადის ქართული უძრავი ქონების ბაზარი. ბოლო პერიოდს თუ შევხედავთ ვნახავთ, რომ დასტაბილურდა ფასებიც. მიგრაციის ეფექტმა დიდი გავლენა მოახდინა და ფასები არარეალურად გაძვირებული იყო. არსებობს მოლოდინი, რომ უძრავი ქონების ბაზარზე ფასები მოიმატებს და მოთხოვნა გაიზრდება, თუმცა ვფიქრობ აღნიშნულზე საუბარი ნაადრევია. ამასთან, არ ვეთანხმები, რომ ჭარბი მიწოდებაა ბაზარზე. ძალიან ჯანსაღად მიდის მთელი პროცესი და მთავარია ამ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებმა რაიმე რადიკალური ცვლილებები არ გამოიწვიოს, თუმცა ამის წინაპირობები ამ ეტაპზე არც ჩანს. 

რაც შეეხება - გასაქირავებელი უძრავი ქონების ფასებს - აქაც, ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ იყიდა ფართები გაქირავებისთვის და იმ პერიოდში ფასი გაზრდილი იყო, თუმცა ახლა დასტაბილურდა და პირიქით კარგიც არის, რომ რეალურად ინვესტორი უნდა ფიქრობდეს, რომ მისი ინვესტიცია გრძელვადიანად შემოსავლის მომტანი და ლიკვიდური იყოს. ეს ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს სწორი ფასის გამოყვანას, რაც მძიმე ტვირთად არ აწვება დამქირავებელს და შეუძლია გრძელ ვადაში იყოს შენი პარტნიორი. რაც შეეხება კომერციულ უძრავ ქონებას - აღნიშნული ყოველთვის მოთხოვნადი იყო", - აცხადებს ვაჟა მებაღიშვილი. 

ეკონომიკა

გამოგვყევით