logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

დონალდ ტრამპმა შეამცირა ტარიფები მცირე ამანათებზე, რომლებიც ჩინეთიდან და ჰონგ-კონგიდან აშშ-ში იგზავნება

დონალდ ტრამპმა შეამცირა ტარიფები მცირე ამანათებზე, რომლებიც ჩინეთიდან და ჰონგ-კონგიდან აშშ-ში იგზავნება

1747128956

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეამცირა ტარიფები მცირე ამანათებზე, რომლებიც ჩინეთიდან და ჰონგ კონგიდან აშშ-ში იგზავნება.

თეთრი სახლის განცხადების თანახმად, 800 დოლარამდე ღირებულების მცირე ამანათებზე ტარიფები 120%-დან 54%-მდე შემცირდა.

ცნობისთვის, ჩინური ონლაინ საცალო პლატფორმები Shein-ი და Temu მანამდე ე.წ. de minimis გამონაკლისს ეყრდნობოდნენ, რაც საშუალებას აძლევდა მათ, დაბალი ღირებულების მქონე ნივთები აშშ-ის მომხმარებლებისთვის გაეგზავნათ საბაჟო ან იმპორტის გადასახადების გადახდის გარეშე. ეს წესი ტრამპის ადმინისტრაციამ მიმდინარე თვის დასაწყისში გააუქმა.

მანამდე აშშ-მა და ჩინეთმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომ დროებით შეამცირებდნენ ურთიერთსაპასუხო ტარიფებს და დაიწყებდნენ სავაჭრო მოლაპარაკებების ახალ რაუნდს.

ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობებში „სრული გადატვირთვა“ მოხდა და განმარტა, რომ ზოგიერთი გადასახადი დროებით არის შემცირებული. მისი თქმით, ტარიფები, შესაძლოა, სამი თვის შემდეგ ისევ გაიზარდოს, თუმცა არა ადრინდელ, 145%-იან ნიშნულამდე.

„ჩვენ არ ვცდილობთ ჩინეთის დაზიანებას“, – თქვა დონალდ ტრამპმა შეთანხმების გამოცხადების შემდეგ და დასძინა, რომ ჩინეთი „ძალიან ცუდადაა დაზარალებული“.

მანამდე აშშ-მა და ჩინეთმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომ დროებით შეამცირებდნენ ურთიერთსაპასუხო ტარიფებს და დაიწყებდნენ სავაჭრო მოლაპარაკებების ახალ რაუნდს.

1tv.ge





გამოგვყევით