2025 წლის აპრილში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას PMCG კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერში გამოქვეყნდა.
ამ ადამიანების რაოდენობა აპრილში 3.1%-ს შეადგენდა, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.7 %-ით, ხოლო 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.2%-ით გაზრდილ მაჩვენებელს შეადგენს.
დოკუმენტის მიხედვით, 2025 წლის აპრილში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს იღებდნენ, 12.9%-ს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი კი 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.2%-ით, ხოლო 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.1%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
2025 წლის აპრილში, ასევე გაზრდილია იმ ადამიანების რაოდენობაც, რომლებიც 2 400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ.
PMCG კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, 2025 წლის აპრილში ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.2%-ით, ხოლო 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.1%-ით გაიზარდა და 991,677 შეადგინა.