"ჩინეთი ძალიან საინტერესო ბაზარია ქართული კომპანიებისთვის"- ამის შესახებ ტურისტული კომპანია Voyager 365-ის წარმომადგენელი სოფო აზნაურაშვილი აცხადებს, რომელიც ჩინეთში, შანხაიში, ტურისტულ გამოფენაში ITB-China 2025 მონაწილეობს.
"ჩინეთი ძალიან საინტერესო ბაზარია ქართული კომპანიებისთვის, დღეს დილიდან ძალიან საინტერესო შეხვედრები გვქონდა ITB CHINA 2025-ის ფარგლებში. ჩვენს ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ფრენებია, რაც რეალურად ეხმარება აქაურ მოგზაურებს საქართველოში ჩამოსვლისთვის. ჩინელები ძირითადად საქართველოში გრძელვადიანად მოგზაურობენ, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან საინტერესოა და ვიმედოვნებთ, რომ ძალიან წარმატებული ვიზიტი გვექნება, რაც ხელს შეუწყობს როგორც ჩვენი ქვეყნის ტურიზმის განვითარებას, ასევე კერძო კომპანიებსაც დაეხმარება“-აცხადებს სოფო აზნაურაშვილი.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთში, შანხაიში, ტურისტულ გამოფენაში ITB-China 2025 მონაწილეობს. გამოფენაზე 30-მდე სახელმწიფო ორგანიზაცია და კერძო კომპანიაა წარდგენილი.
ITB CHINA 2025 ჩინეთის ქალაქ შანხაიში სამი დღის განმავლობაში მომდინარეობს და მას მსოფლიოს 90-მდე ქვეყნიდან 1500-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია ესწრება.