logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

საქართველოში პირველი Outlet village სექტემბერში გაიხსნება - განცხადება

საქართველოში პირველი Outlet village სექტემბერში გაიხსნება - განცხადება

1748589840

ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე პირველი Outlet village სექტემბერში გაიხსნება - ამის შესახებ ინფორმაციას Tbilisi Outlet Village -ი ავრცელებს. 

"როგორც იცით, ჩვენ განვიხილავდით ტექნიკური გახსნის იდეას, თუმცა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სრულად ვკონცენტრირდეთ გრანდიოზულ გახსნაზე სექტემბერში.ჩვენი იდეა თავიდანვე იყო არა უბრალოდ მორიგი სავაჭრო ცენტრის ან მაღაზიების გახსნა, არამედ მიმზიდველი, სრულიად გამორჩეული, მაღალი ხარისხისა და სტანდარტების დანიშნულების ადგილის შექმნა - ადგილი, რომელიც გახსნის დღიდანვე შექმნის ახალ სტანდარტს რეგიონში.

ტექნიკური გახსნა კი ვერ ასახავდა ამ ხედვას და ვერც თქვენს მოლოდინს გაამართლებდა.სექტემბრის გრანდიოზულ გახსნაზე ფოკუსირება საშუალებას მოგვცემს, გახსნის დღიდანვე კიდევ უფრო მეტი სერვისით დაგხვდეთ და შოპინგის დაუვიწყარი გამოცდილება შეგიქმნათ.

გვჯერა, რომ თქვენი პირველი ვიზიტი უნდა იყოს აბსოლუტურად სანახაობრივი, სრული და არა ნაწილობრივი.ჩვენ ვქმნით დანიშნულების ადგილს, რომელიც ნამდვილად ღირს ლოდინად,"-ნათქვამია Tbilisi Outlet village-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, Tbilisi outlet village თბილისის ცენტრიდან 30 წუთის სავალზე  მდებარეობს, მისი ფართობი 12,500 მ²-ია. დღეის მდგომარეობით დასრულებულია 70 მაღაზიის ფასადი. ტერიტორიაზე გათვალისწინებულია პარკინგი 1700 მანქანაზე.

გამოგვყევით