logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"ელექტროენერგიის მოხმარება 5.3%-ით გაიზარდა" - სემეკი

ელექტროენერგიის მოხმარება, 2024 წელს წინა წელთან შედარებით 5.3%-ით გაიზარდა, ხოლო 2022 წელთან შედარებით 2.7%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიი2024 წლის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 2014-2024 წლებში ყოველწლიურად საშუალოდ 3.7%-ით იზრდებოდა.

"ელექტროენერგიის წარმოების სტრუქტურაში თბოსადგურებიდან გამომუშავებული (სალტეზე გაცემული) ელექტროენერგიის წილი 2023 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად, 18.5%-ით, ხოლო 2022 წელთან შედარებით 17%-ით შემცირდა და ჯამურად წარმოებულ ელექტროენერგიაში 19.28% შეადგინა. ჰიდროელექტროსადგურებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის წილმა აღნიშნულ სტრუქტურაში 80.16% შეადგინა, რაც 2022 წლის მონაცემებთან შედარებით არ შეცვლილა, ხოლო 2020 წლის შესაბამის მონაცემს 6.2%-ით ჩამოუვარდება. 2016 წლის ბოლოს ექსპლუატაციაში შესული ქარის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილმა 2024 წელს 0.55% შეადგინა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 2024 წელს ელექტროენერგიის წარმოება (სალტეზე გაცემა) წინა წელთან შედარებით უმნიშვნელოდ, 1%-ით, ხოლო 2022 წელთან შედარებით 0.04%-ით შემცირდა.

"საანგარიშო წელს ექსპლუატაციაში შევიდა 3 ჰიდროელექტროსადგური, რომელთა ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრემ შეადგინა 47.5 მგვტ. ამ სამიდან ერთის სიმძლავრე არის 44.5 მგვტ, ხოლო ორი მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრე – 3 მგვტ. 2014-2024 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება საშუალოდ 3.4%-ით იზრდება, რაც ჰიდროლოგიის გარდა მიმდინარე წლებში ექსპლუატაციაში შესული და რეაბილიტირებული ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით არის განპირობებული. აღსანიშნავია, რომ 2024 წელი ჰიდროლოგიური თვალსაზრისით საუკეთესო აღმოჩნდა, რადგან ჰიდროსადგურებმა გამოიმუშავა (სალტეზე გაცეს) 11.2 მილიარდი კვტ.სთ ელექტროენერგია, რაც რეკორდული მაჩვენებელია საქართველოს ელექტროენერგეტიკის ისტორიაში", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საქართველოს ელექტროენერგეტიკის სექტორში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი რეფორმა, რაც  ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციასა და ევროპის ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესთანაა დაკავშირებული

"ამ რეფორმის მიზანია საქართველოს ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის დონის ზრდა, ინვესტიციების მოზიდვა და მომხმარებლებისათვის უკეთესი პირობების შექმნა, კერძოდ, 2019 წელს მიღებულ იქნა საქართველოს ახალი კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“, რომელიც წარმოადგენს სტრუქტურულ რეფორმაზე დაფუძნებულ სამართლებრივ ჩარჩოს და საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის ტრანსფორმაციის პროცესის საფუძველს.

კანონის საფუძველზე უკვე შემუშავებულია და მოქმედებს სხვადასხვა მნიშვნელოვანი მარეგულირებელი აქტი, რომლებიც ხელს უწყობს საქართველოს ენერგეტიკის სექტორის სრულფასოვან ტრანსფორმაციას და კონკურენტულ და გამჭვირვალე საბაზრო სისტემებზე გადასვლას. 

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 1 ივლისს საქართველოში ამოქმედდა ენერგეტიკული ბირჟა, კერძოდ, ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრები. შესაბამისად, ამ ეტაპზე საქართველოში მოქმედებს ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი, რომელიც ინარჩუნებს საბითუმო ბაზრის არსებულ სტრუქტურას, თუმცა დამატებულია ენერგეტიკული ბირჟის სეგმენტი", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

გამოგვყევით