logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ამჟამად, 70%-იანი დატვირთულობით ვმუშაობთ" - სასტუმრო "ოქტავა"

ბუტიკ სასტუმრო „ოქტავას“ მენეჯერის, ბარბარე რუხაძის ინფორმაციით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე სასტუმრო ამჟამად, 70%-იანი დატვირთულობით მუშაობს.

როგორც ბარბარე რუხაძე "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, ვიზიტორების უმრავლესობა უცხოელები არიან. 

"მიმდინარე თვეებშიც, დაახლოებით 70%-იანი დატვირთულობით ვმუშაობდით. მინდა გითხრათ, რომ მაისის თვე წინა წლებში ბევრად უფრო დატვირთული იყო, ვიზიტორების რაოდენობამ მოიკლო. მიზეზს რაც შეეხება, ჩვენი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები შეგვეტყო. საბედნიეროდ, ახლა ყველაფერი დარეგულირებულია და ვიმედოვნებთ, რომ სტუმრების რაოდენობა მოიმატებს. ჩვენი სასტუმრო პატარაა ზომისაა, მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები მაინც შეგვეტყო. მაგალითად, რუსთაველის ქუჩის გადაკეტვა, სტუმრებს დისკომფორტს უქმნიდა. მინდა გითხრათ, რომ ჩვენთან ვიზიტორების უმრავლესობა, დაახლოებით 95% უცხოელია, მაგალითისთვის სტუმრები ევროპის ქვეყნებიდანაც გვყავს, დანარჩენი მცირე ნაწილი კი, 5% ადგილობრივ მოსახლეობაზე მოდის.

ფასებს, რაც შეეხება სხვადასხვა, კატეგორიის ნომრები გვაქვს, მაგრამ ერთი ღამის საშუალო ფასი ჩვენთან დაახლოებით 250 ლარია", - აღნიშნავს ბარბარე რუხაძე.

ბუტიკური ტიპის სასტუმრო „ოქტავა“ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარეობს. სასტუმრო 8 ნომერს მოიცავს.

გამოგვყევით