სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია (SCSA) და ინტერნეტის განვითარების ინიციატივა (IDI) უკვე მეოთხედ მართავს საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას „ტელეკომუნიკაციები და უსაფრთხოება“.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ რუმინეთის, ავსტრიის, უკრაინის, პოლონეთის, ლიეტუვის, უზბეკეთის, საფრანგეთის, შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, პორტუგალიის, ყაზახეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს აკადემიური სექტორის, კერძოდ, ამ ქვეყნების წამყვანი უმაღლესი სასწავლებლებისა და სამეცნიერო კვლევითი ცენტრების, თუ ლაბორატორიების წარმომადგენლები.
საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის „ტელეკომუნიკაციები და უსაფრთხოება“ მთავარ მიზანს წარმოადგენს შეკრიბოს აკადემიური სექტორის წარმომადგენლები, დარგის წამყვანი მეცნიერები, უმაღლესი სასწავლებლების პროფესორები და სამეცნიერო - კვლევითი ცენტრების, თუ ლაბორატორიების მკვლევარები ერთ სივრცეში, რათა მოხდეს მათ შორის ახალი იდეებისა და ინიციატივების გენერირება, არსებული გამოცდილებისა და ინფორმაციის ერთმანეთში გაცვლა, აკადემიურ დონეზე დისკუსიებისა და დიალოგების გახსნა, სავარაუდო სამეცნიერო თანამშრომლობის დონის გაუმჯობესება და უკვე არსებული თანამშრომლობის მასშტაბების კიდევ უფრო გაზრდა.
კონფერენცია ტარდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული საკონფერენციო გრანტის ფარგლებში.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისია (ComCom), კავკასიის უნივერსიტეტი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, აღმოსავლეთ დასავლეთ უნივერსიტეტი, კავკასუს ონლაინი, Réseaux IP Européens Network Coordination Centre (RIPE NCC), ERC, Fortinet, Integra, NGS.