logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

ლევან მოსეშვილი: თურქეთი კვლავ რჩება საქართველოს საჰაერო მიმოსვლის მთავარ პარტნიორად და სტრატეგიულ მიმართულებად

ლევან მოსეშვილი: თურქეთი კვლავ რჩება საქართველოს საჰაერო მიმოსვლის მთავარ პარტნიორად და სტრატეგიულ მიმართულებად

1759394724

საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა განახლდა. ანკარიდან თბილისში პირველი  რეგულარული რეისი Turkish Airlines-ის შვილობილმა  დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია AJet-მა სავსე ბორტით შეასრულა.

რეგულარული ფრენები საქარველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის კვირაში 4 სიხშირით შესრულდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით თურქეთი კვლავ რჩება საქართველოს საჰაერო მიმოსვლის მთავარ პარტნიორად და სტრატეგიულ მიმართულებად.

,,საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთის მიმართულება. ჩვენთვის სტრატეგიულ ქვეყანას წარმოადგენს. მხოლოდ წელს, 8 თვეში ორ ქვეყანას შორის  900 ათასამდე მგზავრს მოვემსახურეთ, რაც მეზობელ ქვეყნებს შორის საერთო მგზავრთნაკადის 45%-ს შეადგენს.

შესაბამისად, თურქეთი კვლავ რჩება საქართველოს საჰაერო მიმოსვლის მთავარ პარტნიორად. რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას და ეკონომიკურ განვითარებას,-‘’განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

პირველი რეისით თბილისში, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია და ავიაკომპანია AJet-ის გენერალური დირექტორი ქერემ სარფი ჩამოვიდნენ.

საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს წარმომადგენლები დაესწრნენ.

გამოგვყევით