logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

Marco Polo Hotel Gudauri: მოთხოვნა გაზრდილია, ამ დროისთვის, 65%-იანი დატვირთვით ვმუშაობთ

ზამთრის სეზონისგან განსხვავებით, ზაფხულის სეზონზე გუდაურს უცხოელები უფრო მეტად სტუმრობენ, ვიდრე ქართველები. შესაბამისად, ზაფხულის სეზონზე Marco Polo Hotel Gudauri-დამსვენებლების 70% უცხოელია, ხოლო 30% ქართველი, - ამის შესახებ კომპანიის ბიზნესის განვითარების დირექტორმა მაკო ჩიკოიძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით გაყიდვები დაახლოებით, 30%-ით არის გაზრდილი. შედეგად,  მიმდინარე სეზონზე, სასტუმრო დაახლოებით, 65%-იანი დატვირთვით მუშაობს.

“ძირითადი მომხმარებლები ზაფხულის სეზონზე უცხოელები, ტურისტული ჯგუფები და ინდივიდუალური მოგზაურები არიან. უშუალოდ Marco Polo-ში ხშირად გვყავს ქართველი კორპორატიული ჯგუფები სხვადასხვა სახის გასვლითი ღონისძიებებით.

საკმაოდ კარგად მიმდინარეობს  გაყიდვები, სასტუმროში ძირითადად  გვყავს საშუალო და დიდი ჯგუფები, ასევე ინდივიდუალური და ოჯახური დასვენების მსურველები. გვაქვს სრულად დატვირთული დღეებიც, მათ შორის აგვისტოშიც, საშუალოდ კი ივლისი-აგვისტო 65%-ზე მეტით იტვირთება”, - აღნიშნავს ჩიკოიძე.

რაც შეეხება ზამთრის სეზონს - 2025 წლის ზამთარში Marco Polo 90%-იან დატვირთულობას ელოდება.

“ზამთრის სეზონზე ძალიან მაღალი მოლოდინები გვაქვს, ვინაიდან გასულ წელს საკმაოდ ეფექტურად და დატვირთულად იმუშავა, როგორც თავად კურორტმა გუდაურმა, ასევე სასტუმრომ”, - აღნიშნავს ჩიკოიძე. 

კომპანიის ბიზნესის განვითარების დირექტორი სასტუმროს სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მიმდინარე წელს სასტუმროს პადელის ღია და დახურული კორტი, ასევე, ღია აუზი დაემატება.

იქიდან გამომდინარე, რომ სასტუმრო Marco Polo ძალიან ეფექტურად და მაღალი დატვირთულობით მუშაობს, როგორც ზამთრის ასევე ზაფხულის სეზონზე, გუნდმა გადავწყვიტეთ მეტი აქტივობების დამატება  და ამ კუთხით განვითარება. ამ წელს სასტუმროს შეემატა პადელის გარე-ღია და დახურული კორტი.  Marco Polo Hotel Gudauri-ს კორტები დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე მაღალი წერტილია სადაც მომხმარებელს შეუძლია ითამაშოს პადელი. ასევე, ახლა მიმდინარეობს ღია აუზის მოწყობა, რომლითაც Marco Polo-ს დამსვენებლები ისარგებლებენ როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონებზე. Marco Polo-ს ღია აუზი წელს, ზამთრის სეზონზე გაიხსნება და სასტუმროს დამსვენებლებისთვის უფასო იქნება“, - აცხადებს კომპანიის ბიზნესის განვითარების დირექტორი.

ცნობისთვის, Marco Polo Hotel Gudauri დამსვენებლებს ოთხივე სეზონზე შესაბამის აქტივობებს სთავაზობს. მათ შორის, სრიალი, "ჰელი-სკი", ლაშქრობა, კვადო ტურები, ჯომარდობა, იოგა, საცურაო აუზი, სპა პროცედურები და სხვა.

გამოგვყევით