logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"Microsoft-ის გლობალური გათიშვა ჩვენც შეგვეხო - ზარალი, სავარაუდოდ, იქნება" - Go Tour

ტურისტული კომპანია Go Tour-ის დამფუძნებლის განცხადებით, კომპანია Microsoft-ის სერვისების პროგრამული უზრუნველყოფის გლობალური გათიშვა მათაც შეეხო.

როგორც მან "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, შესაძლოა კომპანიას ავიაბილეთების შეძენის დროს დამატებითი ხარჯის გაწევა მოუწიოს.

"დილიდან გვაქვს პრობლემა Wizz Air-ზე. ბილეთები გვქონდა დაჯავშნილი, რომ გამოგვესყიდა და ვერ ვახერხებთ ამ დრომდე. სხვა ავიაკომპანიის ბილეთები სისტემაში მაინც დევს და იქიდან ვახერხებთ გამოსყიდვას. 

ზარალი სავარაუდოდ იქნება. შესაძლებელია რაც იყო იმ თანხაში ვეღარ მოხდეს ბილეთების გადაჯავშნა და კომპანიას ხარჯის გაწევა მოუწევს. როდესაც ჩაირთვება საიტი იძულებული ვიქნებით რა ფასიანი ბილეთებიც იქნება შევუძინოთ ჩვენს მომხმარებლებს", - აღნიშნა ნინო წიკლაურმა. 

ცნობისთვის, კომპანია Microsoft-ის სერვისების პროგრამული უზრუნველყოფის გლობალურმა გათიშვამ მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა კომპანიასა და დაწესებულებაში ქაოსი დღეს გამოიწვია. გლობალური გათიშვის გამო ევროპაში აეროპორტების უმეტესობა შეფერხებით მუშაობს.

გამოგვყევით