Microsoft-ის გლობალური გათიშვის გამო, ავიაკომპანია Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს. ავიაკომპანია მგზავრებს აფრთხილებს, ფრენამდე სულ მცირე სამი საათით ადრე გამოცხადდნენ აეროპორტებში.
„დღეს, როგორც ყველა სხვა ავიაკომპანია, Wizz Air-იც განიცდის მწვავე ტექნიკურ გამოწვევებს გლობალური IT-სისტემის მუშაობის შეფერხების გამო. Wizz Air-ის მომხმარებლებს, შესაძლოა, პრობლემები შეექმნათ ავიაკომპანიის ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებით.
მიმდინარე შეფერხების პერიოდში, მგზავრებს ვთხოვთ, გამგზავრებამდე სულ მცირე სამი საათით ადრე გამოცხადდნენ აეროპორტში, რათა შეძლონ რეგისტრაცია, უსაფრთხოებისა და საპასპორტო კონტროლის პროცედურების სწრაფად გავლა. აეროპორტში უფასო რეგისტრაცია ხელმისაწვდომია ყველა მგზავრისთვის“, – აღნიშნულია Wizz Air-ის განცხადებაში.