logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

ახალციხის ტბის მიმდებარე ტერიტორიისა და ცენტრალურ პარკთან დამაკავშირებელი ბულვარის მოწყობის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

ახალციხის ტბის მიმდებარე ტერიტორიისა და ცენტრალურ პარკთან დამაკავშირებელი ბულვარის მოწყობის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

1774350754

ახალციხის ტბის მიმდებარე ტერიტორიისა და ცენტრალურ პარკთან დამაკავშირებელი ბულვარის მოწყობის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ახალციხეში, ბექა ჯაყელის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციისა და ცენტრალურ პარკთან დამაკავშირებელი ბულვარის მოწყობის პროექტირებისთვის კონკურსი გამოაცხადა.

პროექტის მიხედვით უნდა შეიქმნას სივრცე, რომელიც გააერთიანებს დასასვენებელ, სპორტული აქტივობებისთვის განკუთვნილ და სხვადასხვა სახის საზოგადოებრივ სივრცეებს.

პროექტი უნდა მოიცავდეს  ტერიტორიაზე სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის სათამაშო ზონების,  სპორტული, სავარჯიშო სივრცეებისა და ღია მოედნების შექმნას, ასევე, საფეხმავლო, სარბენი და ველობილიკების ქსელის მოწყობას.

საკონკურსო პირობების თანახმად, პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს პერგოლების, ნავების სადგომის, კომერციული და მომსახურების მცირე ინფრასტრუქტურის მოწყობა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს  უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ვიდეო-მეთვალყურეობისა და ღამის განათების სისტემებით ტერიტორიის აღჭურვას.

პროექტის მიხედვით უნდა მოეწყოს, ასევე, თანამედროვე სარწყავი სისტემა, ელექტრომომარაგების ქსელი, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურა.

გარდა ამისა, პროექტი უნდა ითვალისწინებდეს ტერიტორიის ადგილობრივი მცენარეებით გამწვანებას, რათა შენარჩუნდეს ბიომრავალფეროვნება და ბუნებრივი ეკოსისტემა.

გამოგვყევით