logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

ერთი მორწყვის ოპერაცია 15-დღიან ციკლს მოიცავს, რომლის განმავლობაშიც ფერმერებს სარწყავი წყლის გამოყენება მრავალჯერ შეუძლიათ

ერთი მორწყვის ოპერაცია 15-დღიან ციკლს მოიცავს, რომლის განმავლობაშიც ფერმერებს სარწყავი წყლის გამოყენება მრავალჯერ შეუძლიათ

1774358273

საქართველოს მთავრობის განკარგულების მიხედვით, საირიგაციო წყლის მიწოდების საფასური გაუმრიცხველიანებელი პროფილური წყალმომხმარებლებისთვის შემდეგი სქემით დასუბსიდირდება: პირველი მორწყვის  ოპერაციის ღირებულება ერთწლოვანი კულტურების შემთხვევაში შეადგენს 116.50 ლარს 1 ჰექტარზე, ხოლო მრავალწლოვანი კულტურების შემთხვევაში 102 ლარს. მეორე, მესამე და მეოთხე მორწყვის ღირებულება სრულად სუბსიდირდება სახელმწიფოს მიერ - ერთწლოვანი კულტურების შემთხვევაში 349,6458, ხოლო მრავალწლოვანი კულტურების შემთხვევაში  - 306,03 ლარით.

4 მორწყვის ოპერაციის შემდეგ, დამატებითი (მეხუთე და შემდგომი) მორწყვის მოთხოვნის შემთხვევაში, მომსახურების საფასურს მომხმარებელი მოქმედი ტარიფის მიხედვით გადაიხდის.

შპს "საქართველოს მელიორაციის" გენერალურმა დირექტორმა ყურადღება გაამახვილა რწყვის ჯერადობაზე და აღნიშნა, რომ ერთი მორწყვის ოპერაცია  15-დღიან ციკლს მოიცავს, რომლის განმავლობაშიც ფერმერებს სარწყავი წყლის გამოყენება საჭიროებისამებრ, მრავალჯერ შეუძლიათ.

გამოგვყევით