Skillwill-ის წარმატებული სტუდენტების ისტორიები - მენეჯმენტის სფეროდან ციფრულ სამყაროში - როგორ იქცა ვიზუალისა და ტექნოლოგიების კვეთისადმი ინტერესი ახალ კარიერულ გზად, რატომ აირჩია UX/UI დიზაინერი დიზაინი და განვითარების რა ეტაპზეა დღეს? - პასუხები „ბიზნესპარტნიორის“ ყოველკვირეულ რუბრიკაში - „ისწავლე, რაც მართლა გამოგადგება“. რუბრიკის შემდეგი სტუმარი Skillwill-ის კურსდამთავრებული თამარ ნაჭყებიაა.
"ციფრული პროფესიების მიმართ ინტერესი თანდათანობით გამიჩნდა. ყოველთვის მაინტერესებდა რატომ ხდება, რომ ზოგ აპლიკაცია მარტივია, მოხმარების თვალსაზრისით, ზოგი კი უფრო რთული. ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო, რამაც განაპირობა ჩემი ამ სფეროში მოხვედრა.
აქამდე ჩემი კარიერა მენეჯმენტის მიმართულებით ვითარდებოდა. ვმუშაობდი ადამიანებთან, ვმართავდი პროცესებს, ვეძებდი პრობლემების გადაჭრის გზებს. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩემთვის საკმარისი და რაღაც ისეთი უნდა შემექმნა, რასაც ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებდნენ. ყოველთვის მომწონდა ვიზუალის და ტექნოლოგიების კვეთა. მაქვს ანალიტიკური აზროვნებაც და ჩავთვალე, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება და გამომადგებოდა ჩემს სამომავლო პროფესიაში. მითუმეტეს მომწონს, როდესაც ლამაზ ვიზუალებს ვქმნი და ეს ვიზუალები ლოგიკურადაა განლაგებული.
როდესაც გადავწყვიტე, რომ UX/UI დიზაინი მესწავლა ისევ Skillwill-ს მივაკითხე, რადგან იქ უკვე გავლილი მქონდა ექსელის კურსი, ვიყავი უზომოდ კმაყოფილი და ჩემთვის იქ არსებული გარემო და აბსოლუტურად ყველაფერი მისაღები იყო. მათი პროგრამა მიმართულია პრაქტიკაზე. ჩვენ გავიარეთ სრული ციკლი - დაწყებული მომხმარებელთა კვლევებით და დასრულებული რთული დიზაინების შექმნით. ვისწავლეთ დიზაინ სისტემებთან მუშაობა და მათი შექმნა.
ეს პროფესია იმაზე ბევრად ღრმა აღმოჩნდა ვიდრე წარმომედგინა. UX/UI დიზაინის მთავარი ბენეფიტი არის, რომ შენი ნაშრომით შეგიძლია ადამიანებს ცხოვრება გაუმარტივო. ასევე, ამ პროფესიის ერთ-ერთი მთავარი პლუსი ის არის, რომ შეგიძლია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან იმუშაო, ყოველდღიურად განვითარდე და ჩამოყალიბდე პროფესიონალად.
ყველაზე რთული იყო აზროვნების ტრანსფორმაცია - სხვადასხვა სიტუაციებისთვის უნდა შეგვეხედა მომხმარებლების თვალით, რაშიც გვეხმარებოდა Skillwill-ის გარემო და ძალიან გვიჭერდნენ მხარს ლექტორები. სწავლის პროცესი იყო საკმაოდ დატვირთული, თუმცა ამავდროულად საინტერესო. სისტემატურად გვიტარდებოდა ლექციები, ვორქშოფები, ქვიზები. გვქონდა ასევე ჯგუფური სამუშაო. ვორქშოფმა მომცა გამოცდილება, რომ ვიმუშაო არა მხოლოდ მარტო, არამედ გუნდთან ერთადაც, შემიძლია შევასრულო ჩემზე დაკისრებული მოვალეობები და ბოლომდე მივიყვანო დაწყებული საქმე. დავალებების სისტემა მაძლევდა ჯანსაღ კონკურენციას და თითოეული შესრულებული დავალების და მიღებული ქულის შემდეგ ვხედავდი რამდენად გავიზარდე. ასევე, სწავლის პერიოდში, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმე ბაზრის კვლევასა და მომხმარებლების ქცევის ანალიზს, სრულყოფილად შევისწავლე ფიგმა, ვმუშაობ დიზაინ სისტემებთან. ჩემთვის მთავარია შევქმნა ისეთი ვიზუალი, რომელიც არა მხოლოდ ლამაზი იქნება, არამედ მომხმარებლებისთვის მოსახერხებელი და პრაქტიკულიც.
ნახევარი კურსი უკვე გავიარე, დაგვრჩა რეალურ პროექტებზე მუშაობის დაწყება. რასაც მოუთმენლად ველოდები, რადგან მგონია, რომ ეს ზუსტად ის ბერკეტია, რომელიც მომცემს გამოცდილებას, რომ დამოუკიდებლად გავიარო ყველა ის ეტაპი, რასაც გადის აპლიკაცია თუ საიტი იქამდე, სანამ მომხმარებელთან მივა და შევქმნა მომხმარებლებზე მორგებული რეალური პროექტი.
ჩემი სამომავლო მიზანია Skillwill-ში მიღებული ცოდნა საერთაშორისო პროექტებს მოვახმარო, ჩამოვყალიბდე მაღალი დონის პროფესიონალად და შევქმნა პროდუქტები არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო ბაზრისთვის,"-აცხადებს ნაჭყებია.