logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

"ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულაციების გამკაცრების შედეგად, სექტორში სიტუაცია გაჯანსაღდება" - ზვიად თოიძე

აღნიშნული ცვლილებები შეცვლის იმას, რომ ფასები, რაზედაც დიდი ხანია ვიძახდით, რომ არაადეკვატური და ძალიან დაბალია და კომპანიები ვერ იღებენ მონაწილეობას (ტენდერებში) - ახლა კომპანიები ნორმალურად მიიღებენ მონაწილეობას და შესაბამისად, შესრულების ხარისხიც გაიზრდება, ვადებიც შემცირდება და ზოგადად, სექტორში სიტუაცია გაჯანსაღდება, - ამის შესახებ "ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარემ და კომპანია "ინსის" გენერალურმა დირექტორმა ზვიად თოიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა. 

მისივე თქმით, როგორც მისთვის არის ცნობილი, სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებულ ყველა კომპონენტზე ფასების გადახედვა მოხდა და უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

"ძალიან ოპტიმისტურად და პოზიტიურად ვაფასებ მთავრობის მიერ ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულირების გამკაცრებას, რადგან საუბარი იყო ინდექსაციაზე, რომელიც ყველა ტენდერში ჩაიდება, მათ შორის, საერთაშორისო თუ ადგილობრივში. ასევე, იყო ფასებზე საუბარი და როგორც ვიცით უკვე მოხდა გადახედვა და სავარაუდოდ, გაიზრდება და რეალურთან მიახლოვდა. როგორც ვიცი, ახალი ფასები დღეს გამოცხადდება - საუბარია ყველაფრის ფასებზე, მათ შორის, ხელფასების, მანქანა-მექანიზმების, მასალების და ყველაფრის, რითაც სამშენებლო სამუშაოები შედგება", - აღნიშნა ზვიად თოიძემ.

საქართველოს მთავრობა სახელმწიფო სამშენებლო პროექტების მარეგულირებელ საკანონმდებლო ნორმებში ცვლილებების ახალ პაკეტს ამზადებს, რომლის მიზანია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესის გაუმჯობესება, პროექტების შეჩერების რისკების შემცირება და სამშენებლო სექტორში უფრო მდგრადი და პასუხისმგებლიანი გარემოს შექმნა.

გამოგვყევით