logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

"Landlord-ის მოდელით ძალიან წარმატებული პორტები ოპერირებენ: ბელგიაში, სინგაპურში, აშშ-ში, გერმანიაში - საქართველო ხდება ამ ჩამონათვალიდან ერთ-ერთი"

"Landlord-ის მოდელით ძალიან წარმატებული პორტები ოპერირებენ: ბელგიაში, სინგაპურში, აშშ-ში, გერმანიაში - საქართველო ხდება ამ ჩამონათვალიდან ერთ-ერთი"

1783330304

Landlord-ის მოდელი არის საერთაშორისოდ აპრობირებული - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. მინისტრის თქმით, საზღვაო სექტორში ის ითვლება ყველაზე წარმატებულ და ყველაზე აპრობირებულ მოდელად.

„შემიძლია მაგალითები ჩამოგითვალოთ, სად ოპერირებენ ძალიან წარმატებული პორტები “ლენდლორდის” (Landlord Port)  მოდელით: ეს გახლავთ ბელგია, სინგაპური, ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, ნიდერლანდები, საფრანგეთი და ასე შემდეგ. საქართველო ხდება ამ ჩამონათვალიდან ერთ-ერთი, 2029 წლიდან, როდესაც ჩვენ მივიღებთ პირველ გემს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში.

„ლენდლორდის” მოდელი თავისი შინაარსით გულისხმობს იმას  და ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნება სწორედ ამ მოდელს, რომ 100% პორტის მფლობელი იქნება სახელმწიფო, ხოლო ტერმინალები, რომლებიც შეიქმნება პორტში, რომელიც იქნება მშრალი ტვირთებისთვის, ისევე როგორც საკონტეინერო ტვირთისთვის, გადაეცემა იჯარით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს Landlord Port-ის მოდელით ააშენებს.

გამოგვყევით