logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ფეხბურთის წარმატებულ ბიზნესად ქცევა სავსებით შესაძლებელია" - ტარიელ ხეჩიკაშვილი

„სავსებით შესაძლებელია, რომ ფეხბურთი წარმატებულ ბიზნესად ვაქციოთ.“-ამის შესახებ  "იბერია ბიზნეს ჯგუფის" დამფუძნებელმა და  საფეხბურთო კლუბ "იბერია 1999-ის" პრეზიდენტმა “ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

ტარიელ ხეჩიკაშვილის თქმით, წლების განმავლობაში კლუბში ერთი ათეული მილიონი ლარის ინვესტიციაა განხორციელებული, თუმცა მისივე თქმით, ეს ჯერჯერობით უფრო ქველმოქმედებაა ვიდრე - ბიზნესი.

"სპორტში ინვესტიციაში ყველას სხვადასხვა მოტივაცია აქვს. მიზანი ქვეცნობიერად ყოველთვის მასშტაბზე გათვლილი იყო, თუმცა როცა ჩვენ ამ მიმართულების განვითარება დავიწყეთ,  ეს ის წლები იყო, როცა ქართული ფეხბურთის აღარავის სჯეროდა. თუმცა ფეხბურთზე ძალიან შეყვარებულ ხალხთან ერთად ჩვენ მოვახერხეთ განვითარება. ჩვენ იმ ინვესტიციებს კარგა ხანს ვერც გავასწორებთ, დღემდე რაც გაგვიკეთებია არის ქველმოქმედება. თუმცა ახალი ინვესტიციები, რომელსაც ჩავდებთ თვითკმარს და მომგებიანს გახდის გუნდს.  შედეგი უახლოეს პერიოდში უნდა გამოჩნდეს“,- აღნიშნა  ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

მისივე განმარტებით, ბოლო პერიოდში ქართული ფეხბურთის მაყურებელი ძალიან გაიზარდა, თუმცა, მოლოდინი უფრო მასშტაბურია.

„ჩვენ გვიწევს შრომა, რომ ლოიალური გულშემატკივარი შევიძინოთ. გვინდა, რომ ფეხბურთის ისეთივე  ზეიმი შევქმნათ, როგორც ევროპულ ქვეყნებშია. იმედია, გულშემატკივრების რაოდენობა გაიზრდება. როდესაც  ჩვენ გვინდა კარგი ტრანსფერი განვახორციელოთ, კვალიფიციური ფეხბურთელი ხშირად თავს იკავებს,  რადგან  იცის, რომ შესაძლოა  ცარიელ ტრიბუნაზე შეიძლება  თამაში“,-აღნიშნა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

გამოგვყევით