logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"გალერია თბილისის" სავაჭრო სივრციდან 2024 წლიდან დღემდე არც ერთი ბრენდი არ გასულა

"გალერია თბილისის" სავაჭრო სივრციდან 2024 წლიდან დღემდე არც ერთი ბრენდი არ გასულა, - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორს" "გალერია თბილისიდან" აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში სავაჭრო ცენტრში არც ერთი ობიექტი არ დახურულა. რაც შეეხება ახალი ბრენდების შესვლის საკითხს - "გალერია თბილისში" აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით, უფრო მეტად აქტიური 2023 წელი იყო.

"2023 წელს "გალერია თბილისში" ძალიან ბევრი ისეთი ბრენდი გაიხსნა, რომელიც საქართველოში აქამდე არ ოპერირებდნენ. მათ შორის, არის "პინკო", "პატრიცია პეპე", "მარკო პოლო", "ტომი ჰილფიგერი" და სხვ. მიმდინარე წელს ჯერჯერობით  არცერთი ახალი ობიექტი არ გახსნილა, თუმცა მალე დავაანონსებთ იმ ბრენდების ჩამონათვალს, რომლებიც უახლოეს პერიოდში გაიხსნება", - აცხადებენ "გალერია თბილისში.

ცნობისთვის, მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი "გალერია თბილისი" თავისუფლების მოედანზე 2017 წელს გაიხსნა. სავაჭრო ცენტრში განთავსებულია მრავალი ცნობილი ბრენდისა თუ ადგილობრივი, ქართველი დიზაინერების პროდუქცია. აღნიშნულის გარდა, "გალერია თბილისში" მოქცეულია თავისუფალი თეატრი, გრიბოედოვის თეატრი, კინოთეატრი კავეა და ბოულინგის დარბაზი, საბავშვო გასართობი ცენტრი, კაფეები, რესტორნები და სწრაფი კვების ობიექტები.

გამოგვყევით