logo
Loading data...

"გასა" - მატჩის ოფიციალური ბილეთების გაყიდვა ჯერ არ დაწყებულა

"გასა" - მატჩის ოფიციალური ბილეთების გაყიდვა ჯერ არ დაწყებულა

1711547960

ტურისტული სააგენტო "გასა" განცხადებას ავრცელებს. 

"მატჩის ოფიციალური ბილეთების გაყიდვა ჯერ არ დაწყებულა. ევროპის ჩემპიონატის ბილეთების შესახებ სანდო დეტალების მოსაწოდებლად, ველოდებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციას. "გასა" მოგზაურებისთვის მხოლოდ ოფიციალურად გადამოწმებულ და სანდო ბილეთებს შეიძენს.

Euro 2024-ზე ჩვენ წაგიყვანთ! ევროპის ჩემპიონატზე მოგზაურობას ჩვენ დაგიგეგმავთ - ჩემპიონატის ოფიციალური ბილეთები, სასტუმრო და პირდაპირი ფრენა თბილისიდან!ერთად ვუგულშემატკივროთ ეროვნულ ნაკრებს,"-ნათქვამია კომპანიის მიერ გავცრელებულ ინფორმაციაში. 

აღსანიშნავია, რომ 18 ივნისს, გერმანიის ქალაქ დორტმუნდში, EURO2024-ზე საქართველო-თურქეთს შორის დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის ბილეთების გაყიდვა უცხოურ საიტებზე უკვე დაიწყო. ბილეთების ფასი 230 ევროდან იწყება და VIP კატეგორიის ფასი 10 000 ევრომდე აღწევს.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთსა და პორტუგალიასთან ერთად ითამაშებს. საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე ასეთია: 18 ივნისი, ქალაქი დორტმუნდი, „სიგნალ იდუნა პარკი“ - თურქეთი – საქართველო; 22 ივნისი, ქალაქი ჰამბურგი, „ვოლკსპარშტადიონი" - საქართველო – ჩეხეთი; 26 ივნისი, ქალაქი გელზენკირხენი, „არენა აუფ შალკე“ - საქართველო-პორტუგალია.

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით