logo
Loading data...

ჩინეთი გმობს ბაიდენის წინადადებას ჩინურ ფოლადზე ტარიფების გასამმაგების შესახებ

ჩინეთი გმობს ბაიდენის წინადადებას ჩინურ ფოლადზე ტარიფების გასამმაგების შესახებ

1713538800

ჩინეთი გმობს ჯო ბაიდენის წინადადებას ჩინურ ფოლადზე ტარიფების გასამმაგების შესახებ. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ლინ ჯიანის განცხადებით, ამერიკული მხარის შენიშვნები სრულიად ეწინააღმდეგება ფაქტებს და აზიანებს ჩინეთ-ამერიკის ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს.

„ეს ყოველივე ძირს უთხრის ორი ქვეყნის ლიდერებს შორის სან-ფრანცისკოში შეხვედრის დროს მიღწეულ კონსენსუსს. ჩინეთი ღრმად არის შეშფოთებული და ძლიერ უკმაყოფილოა“ - თქვა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.

მისივე თქმით, ჩინეთი ყურადღებით დააკვირდება ამერიკული მხარის მიერ დაწყებულ გამოძიებას.

„ჩინეთი მოითხოვს, რომ ამერიკული მხარე იყოს ფრთხილი სიტყვებში და ქმედებებში, შეწყვიტოს ჩინეთთან დაკავშირებული საკითხებით მანიპულირება საარჩევნო წელს, თავი შეიკავოს ეკონომიკური და სავაჭრო საკითხების პოლიტიზებისგან, გააუქმოს ჩინეთზე დაწესებული დამატებითი ტარიფები და შეწყვიტოს ახალი ტარიფების დაწესება. ჩინეთი მიიღებს ყველა საჭირო ზომას საკუთარი უფლებებისა და ინტერესების მტკიცედ დასაცავად“ - განაცხადა ლინ ჯიანმა.

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ფოლადის ბაზარზე ჩინეთის მხრიდან მომავალ საფრთხეებზე საუბრობს. ფოლადის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას, მან თქვა, რომ ჩინეთი ამ ბაზარზე არასამართლიანი წესებით თამაშობს, წარმოებას ასუბსიდირებს და შედეგად, სხვადასხვა ბაზრებზე პროდუქტიას დემპინგურ ფასად ყიდის.

ახლა, მისი სავაჭრო წარმომადგენელი იძიებს ჩინეთის მთავრობის სავაჭრო პრაქტიკას ფოლადისა და ალუმინის ბაზარზე.

„თუ ეს გამოძიება დაადასტურებს ანტიკონკურენტულ სავაჭრო პრაქტიკას, მაშინ მე მოვუწოდებ ჩემს სავაჭრო წარმომადგენელს, განიხილოს ტარიფის გასამმაგების საკითხი როგორც ფოლადის, ასევე, ალუმინის იმპორტისთვის ჩინეთიდან” - აცხადებს ბაიდენი.

ეკა გაზდელიანი

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით